ეკა მამალაძის ქალიშვილი ნატალია ქუთათელაძე ორსულად არის. ეს სიახლე საზოგადოებამ რამდენიმე თვის წინ შეიტყო, ნატალია კი უკვე დიდი მუცლით, სრულიად მოულოდნელად, ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "მელომანში" გამოჩნდა.
როგორც ეკა მამალაძემ აღნიშნა, მისი ქალიშვილი პირველ შვილს სექტემბერში ელოდება. ნატალია ახლა 5 თვის ფეხმძიმეა და შესანიშნავად გამოიყურება.
მომღერლის რჩეული აჩიკო ჯაფარიძეა. აჩიკო და ნატალია დიდი ხანია ერთად არიან და სულ მალე მშობლებიც გახდებიან. აჩიკოს წინა ქორწინებიდან 3 შვილი ჰყავს.
გადაცემა "მელომანში" ნატალია ქუთათელაძის გამოჩენა ბევრისთვის მართლაც რომ მოულოდნელი იყო. მომღერალს მუცელი უკვე ეტყობა და ორსულობა მოუხდა კიდეც.