ტელესახე თიკა ფაცაცია "ინსტაგრამის" პირადი გვერდიდან ხშირად აძლევს სილამაზის რჩევებს ქალბატონებს. ამჯერად მან სახის ნიღბის ფოტო გამოაქვეყნა, რამაც მის გამომწერებში უამრავი კითხვა გააჩინა. თიკამ გადაწყვიტა, ვიდეო ჩაეწერა და ყველასთვის ერთად ეპასუხა, თუ რა პროცედურებს იტარებს სახეზე და რომელ ნიღბებს ანიჭებს უპირატესობას.
"აუცილებელია, ქალმა ზოგჯერ მაინც (რეგულარულად ჯობია) გაიკეთოს სახის პროცედურა. მე არ ვარ მომხრე მაინცდამაინც აპარატურული ან ინიექციური მეთოდების. ბუნებრივია აქ ყველაფერი, ორგანული. კარგი მასაჟი და ნიღაბი", - წერს თიკა.