ქალბატონებისთვის ცნობილმა ქართველმა მომხიბვლელმა მოდელმა ვაჟა გოდერძიშვილმა ცოლი მოიყვანა. მისი რჩეული მოდელი ალინა ეფიმოვაა. ვაჟა და ალინა ერთმანეთს რამდენიმე თვე ხვდებოდნენ და პანდემიის პირობებში, რეგულაციების დაცვით, დაქორწინება გადაწყვიტეს.
ზურაბ შევარდნაძე "ინსტაგრამზე" ახალდაქორწინებული წყვილის ულამაზეს ფოტოებსა და ვიდეოს აქვეყნებს.
"ქორწილი არაო, არც გაბედოთო... ფოტოების გადასაღებად მოდიან, ისეთი ლამაზები იყვნენ, ისე დასტრიალებდნენ ერთმანეთს.. მინდა ბედნიერი ცხოვრება გქონდეთ. გვირგვინს და თაიგულს არ დაგაკლებთ.." - წერს ზურა შევარდნაძე "გარდენია შევარდნაძის" "ინსტაგრამგვერდზე".
სიმპათიური მოდელი ვაჟა გოდერძიშვილი საზოგადოებამ 2015 წელს გაიცნო, როდესაც ვაჟა "მის თბილისის" გამარჯვებული გახდა, რამდენიმე წელში კი სტეფანეს ცნობილ კლიპში მიიღო მონაწილეობა და თავი ფართო საზოგადოებას უკეთ დაამახსოვრა.
ვაჟამ საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ სწავლას თავი დაანება. მოდელი თვლის, რომ ადამიანების ამ მხრივ მართვა არასწორია. მომხიბვლელი ახალგაზრდა, მსახიობი და ასევე არქიტექტურის დიზაინერია, 4 ენას ფლობს და ოთხივე თვითონ ისწავლა. ვაჟასთვის მოდელობა ჰობი იყო, თუმცა, როგორც ჩანს, საქმიანობადაც იქცა. როგორც ერთ-ერთი ინტერვიუში ამბობს, ფლირტის მოყვარული ბიჭია და გოგოების არჩევისას კონკრეტული პრიორიტეტები არასდროს ჰქონია.
ალინა ეფიმოვა პროფესიით მოდელი და მსახიობია. ალინა საზოგადოებამ "სამზარეულოს ომებში" მონაწილეობის დროს გაიცნო. მოდელი შესანიშნავი კულინარია და წარმატებული სამოდელო კარიერაც აქვს. ალინა ბევრი ქართული ბრენდის სახეა.
უმშვენიერესმა მოდელმა ქორწილში წითელი კაბა და დიდი მინდვრის თაიგული შეარჩია. ვაჟა შავ შარვალ-კოსტიუმსა და ცისფერ პერანგში იყო გამოწყობილი. წყვილი ერთმანეთს ძალიან უხდება, მათ ვიდეოს უკვე ბევრი მოწონება და ათობით თბილი კომენტარი აქვს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>