ყველასთვის საყვარელმა ქართველმა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ ბათუმის ახალ სტადიონზე, საფეხბურთო მატჩზე სიმღერა შეასრულა. წითელ კომბინეზონში გამოწყობილი მომღერალი ბათუმის სტადიონზე შესანიშნავად გამოვიდა და გულშემატკივრებისგან დიდი ოვაციებიც დაიმსახურა.
ბათუმის სტადიონზე ერთმანეთს "დინამო ბათუმი" და "თბილისი" ეთამაშებოდნენ, ნუცამ კი თამაშის შუაში ფეხბურთელები სიმღერით გაამხნევა.
როგორც უკვე აღვნიშნე, ნუცას წითელი კომბინეზონი ეცვა. მომღერალმა "ინსტაგრამსთორიში" გამომწერებს თავისი ემოციები გაუზიარა.
თამაშის წინა დღეს ბუზალაძემ რეპეტიციის ვიდეო დადო და ხალხისგან ბევრი გამამხნევებელი შეტყობინება მიიღო.
"რაც არ უნდა იმღერო, მით უმეტეს, შენი რეპერტუარიდან! ყველანაირად ცეცხლი და ვულკანი იქნება" - უწერს მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე ბუზალაძეს.
"სუპერ იყავი, მომეწონა" - უწერენ ნუცას ვიდეოს კომენტარებში.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>