მოდელი თამო ვაშალომიძე სოციალურ ქსელში ახალ სურათს ავრცელებს, სადაც მუქ ფონზე მოდელს პირზე ხელს აფარებენ. ფოტოს მთავარი იდეა ქალთა მიმართ ძალადობის, ქალების დუმილისა და ჩაგვრის გამოხატვაა. თამო ვაშალომიძის ახალ ფოტოებს საზოგადოებისგან დიდი რეაქცია მოჰყვა.
მოდელი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. თამომ ახალი ფოტოსესია საქართველოში აქტუალურ თემას მიუძღვნა და ქალთა მიმართ ძალადობა შესაბამისი, ემოციური და ტრაგედიით სავსე ფოტოებითა და პატარა ტექსტით გამოხატა.
"არიან ქალები ჩვენ გარშემო, ჩვენი მეგობრები, მეზობლები, უბრალოდ ნაცნობები, რომლებიც ღიმილის უკან ბევრ ტკივილს მალავენ, არა იმიტომ, რომ სუსტები არიან! არამედ გონიათ რომ მათ არავინ დაუდგებათ გვერდში..." - წერს თამო ვაშალომიძე "ინსტაგრამზე".
ფოტოს ათასობით მოწონება და კომენტარი აქვს. ახალი, ემოციური კადრებით, თამომ ბევრი ქალის თბილი, გულწრფელი კომენტარები დაიმსახურა.
"Wow !!!!!! ძალიან აქტუალური თემა და პირადად მე უამრავჯერ დავიწყე ნულიდან!!!!!! ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, თუ საკუთარ თავთან მართლები ვართ!. და საოცარი ფოტოებია" - უწერს კომენტარს მომღერალი ნინა წკრიალაშვილი.
როგორც ჩანს, ბევრი ქალის მსგავსად, მომღერალიც არაერთხელ ყოფილა ამ პრობლემის წინაშე და თამო ვაშალომიძის ემოციური ფოტოები მისთვისაც ბევრის მთქმელი აღმოჩნდა.