გლამურული და დახვეწილი ცხოვრების სტილის უპირობო ლიდერი - ასე აფასებენ მსოფლიოს წამყვანი გამოცემები სალომე გორგილაძეს, რომელიც მოდური, თუ ბიზნეს ჟურნალების გარეკანებს იპყრობს და მას კარგად იცნობს ვარსკვლავების და გავლენიანი ადამიანების უმეტესობა. გოგონა პატარა ქვეყნიდან, რომელმაც საკუთარი თავის შექმნაზე უამრავი იშრომა.
სალომე, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ბრენდის, SANA Group Hotels-ის ბიზნესის განვითარების დირექტორი, ბრენდის ამბასადორი და აღმასრულებელი საბჭოს წევრია, ის ხელმძღვანელობს ერთერთ ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიას, ჩართულია ბიზნეს პროექტების, უახლესი კონცეფციების და არქიტექტურული ნაწილის შექმნაშიც კი, სრული პროექტის ყველა დეტალს თავად განიხილავს და საკუთარ გუნდთან ერთად რამდენიმე მილიონიან საინვესტიციო პროგრამას ამენეჯმენტებს. SUD Lisboa სალომეს სწორედ ერთერთი ასეთი პროექტია.
ლეგენდარული დიზაინერის, ვალენტინოს დაბადების დღის დახურული წვეულება, OMEGA Watch-ის ლონჩი ტოპ-მოდელის, სინდი კროუფორდის მონაწილეობით, სატელევიზიო არხ HBO-ს პორტუგალიაში შესვლა, წვეულებები მონიკა ბელუჩისთვის, მაიკლ ფასბინდერისთვის, მადონასთვის და ბევრი, მნიშვნელოვანი ღონისძიებებით დატვირთული SUD Lisboa-ს განუმეორებელი და უნიკალური სივრცე თითოეულ სტუმარს თავისი კონცეფციით ხიბლავს, სწორედ აქ ატარებს საკუთარი დასვენების დღეებს ოჯახთან ერთად, ცნობილი ვარსკვლავი და ფეხბურთელი რონალდო. SUD Lisboa-ში მოაწყო საკუთარი კომპანიის პრეზენტაცია ლეგენდარული მხატვრის პიკასოს შვილთაშვილმაც, რომელიც სტუდენტობის პერიოდიდან სალომეს ახლო მეგობარია.
„ეს არ არის უბრალოდ ადგილი წვეულებისთვის, ეს არის შეგრძნებებზე დაფუძნებული გამოცდილება, რომლებიც მოგონებებად მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვება“ - წერს მსოფლიო პრესა SUD Lisboa-ზე.
საერთაშორისო სასტუმროების ბრენდ SANA Hotels-ის ამ უნიკალური კონცეფციის მქონე ინოვაციური პროექტის უკან სალომე გორგილაძე და მისი გუნდი დგას. მისი მიდგომა და დეტალებზე ზრუნვა ქმნის ამ შეგრძნებებს და არა მხოლოდ ატმოსფეროს. წვეულებები, რომლებიც სალომეს კონცეფციის და პროექტის ფარგლებში იმართება, ყველასაგან გამორჩეულია. ალბათ ამიტომაცაა, რომ მსოფლიოს ყველა კაშკაშა ვარსკვლავი, რომელიც პორტუგალიას სტუმრობს, სწორედ სალომეს გუნდის მიერ ორგანიზებულ ივენთებზე ხვდება.
ვინ არის და საიდან დაიწყო სალომე გორგილაძემ?
სალომე თბილისში, დიპლომატიურ ოჯახში დაიბადა. ოცნებობდა, კარიერა საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის მიმართულებით გაეგრძელებინა. ამ სურვილმა კი, ის ჯერ ჟენევაში, ვებსტერის უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების, მენეჯმენტისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტამდე მიიყვანა, ხოლო შემდეგ მისთვის გაეროს და იუნესკოს კარი გაიღო, სადაც სალომემ საერთაშორისო პროექტების მიმართულებით უდიდესი გამოცდილება მიიღო, პარალელურად სალომე თანამშრომლობა უმსხვილეს საინვესტიციო ფონდთან GEM - Global Emerging Markets-თან თანამშრომლობდა. მუდმივი განვითარების სურვილმა და საჭიროებამ სალომე გორგილაძე პორტუგალიაში მოახვედრა, სადაც მან ბიზნეს-ადმინსტრირების მაგისტრის ხარისხი პორტუგალიის უნივერსიტეტში მიიღო, თუმცა ამასობაში პორტუგალია მის ცხოვრებაში სრული მასშტაბით შემოიჭრა.
პორტუგალიაში ადაპტაცია არ გასჭირვებია, მეგობრულ და თბილ პორტუგალიელებს შორის სალომე თავს, როგორც სახლში, ისე გრძნობდა.
„ძალიან გამიმართლა, რომ ამდენ საინტერესო ადგილას ვცხოვრობდი და თითოეულმა ამ ადგილმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს განვითარებაში“, გვიყვება სალომე. „მე მიყვარს პორტუგალიაში ცხოვრება. ესაა არაჩვეულებრივი ქვეყანა, რომელიც უცხოელებსაც თავს შინაურად აგრძნობინებს“, აღნიშნავს ის.
დახვეწილი რესტორნები და სასტუმროები, მასპინძლობის ინოვაციური კონცეფციები - ეს ისაა, რასაც პორტუგალია სთავაზობს ნებისმიერ ვიზიტორს და სალომემაც სწორედ აქ, SUD Lisboa-ში იპოვა საკუთარი თავი, პროექტში, რომელიც თანაბრად აღაფრთოვანებს მსოფლიოს თითოეული კუთხის სხვადასხვა თაობის წარმომადგენელს.
„და სალომემ კავკასიური საგანძურის საოცრება, პორტუგალიური სიკაშკაშით შეცვალა“-წერს საერთაშორისო პრესა სალომე გორგილაძეზე
SUD Lisboa - ადგილი, რომელზეც მთელი მსოფლიო ლაპარაკობს
პორტუგალიის ერთ-ერთი უნიკალური ადგილი, SUD Lisboa, SANA გრუპის კონცეფციური პროექტია, რომლის know-how-ც SANA ჯგუფმა სასტუმროს ბიზნესში 20-წლიანი გამოცდილების შედეგად შეიმუშავა.
SUD Lisboa-ს დახვეწილი, ჰედონისტური გარემო იზიდავს მაღალი წრის საზოგადოებას, სელებრითებს, ბიზნესმენებს, ინფლუენსერებსა და პოლიტიკოსებს.