მოხდა თუ არა ფიზიკური ძალადობა საქართველოს მოქალაქეზე საბერძნეთის ციხეში? "კურიერმა" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა მამაკაცთან, რომელიც ახლა ათენის ციხეშია.
საქართველოს მოქალაქეს ყაჩაღობა ბრალდება. ის დანაშაულს უარყოფს და ამბობს, რომ აღიარების მოტივით მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა.
ათენში დაკავებული გიორგი ხარძეიშვილი კორიდალოს ციხიდან "კურიერს" დაუკავშირდა. ის სამართალდამცველების მხრიდან მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს და ჰყვება, რომ 4 დღის განმავლობაში აწამებდნენ. მიზანი ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული მკვლელობის აღიარება იყო.
ვიდეო: “კურიერი“