ვერძი
თავდაჭერა გმართებთ სამსახურშიც და სახლშიც. პრეტენზიები დასაბუთებული უნდა გქონდეთ. კატეგორიულობა კონფლიქტის მეტს არაფერს მოგიტანთ. მარტივად გაუმკლავდებით სირთულეებს. უქმეებზე გრძნობებში გამოტყდომა და რომანტიკა გელით.
კვირის საუკეთესო დღე: პირველი-3 ივლისი
კურო
დაუმეგობრდით თქვენი საყვარელი ადამიანის მშობლებს. ეცადეთ, გარშემო მყოფებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ. უქმეები რომანტიკისთვის გამოითავისუფლეთ. მოერიდეთ ავანტიურ ქმედებას, განსაკუთრებით ფინანსურს.
კვირის საუკეთესო დღე: 28 ივნისი, 3 ივლისი
ტყუპი
პირადი ურთიერთობებიც მოსაგვარებელი გაქვთ და სამსახურის საქმეებიც. დრო ისე გადაანაწილეთ, რომ პაემანზე დაუსრულებელ პროექტზე არ ფიქრობდეთ და მუშაობისას საყვარელ ადამიანზე. არ გადატვირთოთ კუჭი.
კვირის საუკეთესო დღე: პირველი ივლისი
კირჩხიბი
მთავარია, შინ გქონდეთ ჰარმონია, დანარჩენს ყველაფერს ეშველება. იზრუნეთ კომფორტის შექმნაზე. მატერიალური საკითხების გამო ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. უქმეებზე მოიწყვეთ ოჯახური წვეულება.
კვირის საუკეთესო დღე: 28 ივნისი, პირველი და 3 ივლისი
ლომი
საინტერესო ადამიანების გაცნობის შანსი გეძლევათ. სამსახურში მოაწესრიგეთ საბუთები (იურიდიული და ბუღალტრული). თავისუფალი დრო მშობლებზე ზრუნვას დაუთმეთ. მოერიდეთ ზედმეტ გადაღლას, ემოციურობას.
კვირის საუკეთესო დღე: 3 ივლისი
ქალწული
მიუხედავად იმისა, რომ დაძაბული სამუშაო გრაფიკი გაქვთ, გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ნაკლები იფიქრეთ ადამიანზე, ვინც თქვენი პირადი იმედები არ გაამართლა. ნუ აჰყვებით გარშემო მყოფების პროვოკაციებს. მოიცილეთ უსიამოვნო პირები.
კვირის საუკეთესო დღე: პირველი და 2 ივლისი
სასწორი
სამსახურში ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. საყვარელმა ადამიანმა შეიძლება თქვენი გრძნობების გამოცდა გადაწყვიტოს. მარტოხელებს საინტერესო ადამიანის გაცნობა გელით. იყავით მზად რომანტიკული თავგადასავლისთვის.
კვირის საუკეთესო დღე: 3 ივლისი
მორიელი
ემოციურად დაძაბული კვირა გაქვთ. დაკვირვებული უნდა იყოთ ყველაფრის მიმართ. ნუ ხართ ეგოისტი, მიეცით საყვარელ ადამიანს უფლება, მოაგვაროს თავისი საქმეები. მეტად დაისვენეთ, გამოიძინეთ.
კვირის საუკეთესო დღე: პირველი და 4 ივლისი
მშვილდოსანი
ახალი პერსპექტივები გამოგიჩნდებათ. ორიგინალურობის გამოვლენა მოგინდებათ ყველაფერში: სამსახური, ჩაცმა, მანერები. საყვარელ ადამიანს თქვენგან რომანტიკა და სიურპრიზები სურს. უქმეები ბუნებაში გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 28 ივნისი
თხის რქა
დაკვირვებულად იმოქმედეთ. არაფერი გიშლით ხელს, რომ დაასრულოთ ადრე დაწყებული პროექტები, გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები. მოერიდეთ კონსერვატიზმს და იყავით მომართული ახალ, რომანტიკულ ნაცნობობაზე. ზოგიერთი პროფესიის შეცვლაზე დაფიქრდებით.
კვირის საუკეთესო დღე: 30 ივნისი, პირველი ივლისი
მერწყული
საინტერესო საქმიან შემოთავაზებას მიიღებთ. საყვარელი ადამიანი რომანტიკული და მზრუნველია. ნუ ეცდებით საკუთარი ემოციების დამალვას. უქმეებზე სასიამოვნო ემოციები ყველა უსიამოვნებას დაგავიწყებთ.
კვირის საუკეთესო დღე: 30 ივნისი
თევზები
ნუ ჩაახედებთ გარშემო მყოფებს თქვენს პირად საქმეებში. საყვარელ ადამიანს უსაფრთხოება და სტაბილურობა სურს. მოერიდეთ ზედმეტ ემოციურობას, იყავით დაკვირვებული სიტყვების მიმართაც და ფინანსებისაც. უქმეები ქალაქგარეთ გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 3 ივლისი