თავის მოვლა და მრავალფეროვანი პროდუქტებით თავის განებივრება ნებისმიერ ქალს სიამოვნებას ანიჭებს. თავის მოვლის საშუალებები არასდროს არის ზედმეტი და რაც უნდა ბევრი გქონდეს, უფრო მეტი გსურს. სილამაზეზე ზრუნვა კი მხოლოდ დეკორატიულ კოსმეტიკას არ გულისხმობს. ის, პირველ რიგში, მოიცავს კანის მოვლის საშუალებებს, მათ შორის, სხვადასხვა ეფექტის მქონე კრემებს, სკრაბებს, ტუჩის ბალზამებს, თმის შამპუნებს, საღებავებს და დეოდორანტებსაც კი. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროდუქციას თავის მოვლის საშუალებები ჰქვია, ნებისმიერი მათგანით თავს სრულყოფილად ნამდვილად ვერ მოუვლით. მიზეზი კი მათ შემადგენლობაში შემავალი ქიმიური ნივთიერებები და დანამატებია. ეს საკითხი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა და შესაბამისად, სულ უფრო მოთხოვნადი ხდება ორგანული კოსმეტიკა, რომელიც არ შეიცავს ისეთ დანამატებს, როგორებიცაა: სულფატები, პარაბენები, SLS, ქიმიური არომატიზატორები და სხვა ნივთიერებები.
დამაინც, რატომ უნდა გამოვიყენოთ ორგანული კოსმეტიკა? ამაში შემდეგი მიზეზები დაგარწმუნებთ:
აიღეთ ნებისმიერი არაორგანული პროდუქტი და წაიკითხეთ ანოტაცია. მის შემადგენლობაში მინიმუმ 95% ბუნებრივი ინგრედიენტები უნდა იყოს. ეკოლოგიურად და ბიოლოგიურად სუფთა ნედლეული, ეკოლოგიურად სუფთა ადგილებში მოყვანილი, გმო-თესლის, ზრდის ჰორმონების, პესტიციდებისა და სინთეტიკური სასუქების დამატების გარეშე. პროდუქტი არ უნდა შეიცავდეს პარაბენებს და სხვა სინთეტურ კონსერვანტებს, ნავთობქიმიურ პროდუქტებს, სილიკონებს, სინთეტიკურ საღებავებს და არომატიზატორებს, ცხოველური წარმოშობის კომპონენტებს, რომლებიც მიღებულია ცხოველებზე ზიანის მიყენების გზით. პროდუქტი არ უნდა იყოს დატესტილი ცხოველებზე და შეფუთვა უნდა ექვემდებარებოდეს მეორად გადამუშავებას ან იყოს ბიოდეგრადირებადი.
ორგანული პროდუქტების მთავარი ღირებულება არის ჯანმრთელობის უსაფრთხოება და მაღალი ეფექტურობა. ეს გამოწვეულია იმით, რომ მცენარეთა ექსტრაქტების მოლეკულებს შეუძლიათ მაქსიმალურად ღრმად შეღწევა ეპიდერმისის ფენებში, სადაც მათი სამკურნალო თვისებები იწყებს მოქმედებას, განსხვავებით სინთეტიკური ნივთიერებებისგან, რომლებზეც ორგანიზმი უარყოფითად რეაგირებს. ქიმიის ზემოქმედება ორგანიზმზე, ხშირ შემთხვევებში, იწვევს ალერგიულ რეაქციებს. ორგანულ კოსმეტიკას თავისუფლად შეუძლია ჩაანაცვლოს არაორგანული. მთავარია, სწორად შეარჩიოთ ის.
ორგანული კოსმეტიკის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტორიც, რომ მათი შენახვის ვადა გაცილებით ნაკლებია. მისი მოხმარება რეკომენდებულია პროდუქტის გახსნიდან 3-6 თვემდე. მომხმარებელს ხშირად უჩნდება კითხვა, თუ როგორ შეიძლება კოსმეტიკას ჰქონდეს რამდენიმე თვიანი შენახვის ვადა, თუ ის არ შეიცავს კონსერვანტებს. ორგანულ კოსმეტიკაში შემავალი კონსერვანტები მცენარეული წარმოშობისაა. ყველაზე ხშირად ეს არის ვიტამინი E და ეთერზეთები. მავნე პარაბენების ნაცვლად კი გამოიყენება ანტიმიკრობული, ანტისეპტიკური ნივთიერება ანტიოქსიდანტური მოქმედებით, მაგალითად, გრეიპფრუტის თესლის ექსტრაქტი, რომელსაც შენახვის ვადა 7-10 წელი აქვს. ყველაფერი ეს საშუალებას იძლევა გამოიყენოთ ორგანული კოსმეტიკური საშუალებები ორსულობის პერიოდშიც.
ორგანული კოსმეტიკა ინდივიდუალურ შერჩევას მოითხოვს. თუ პროდუქტი შესანიშნავად გაუმკლავდა ერთი მომხმარებლის დერმატოლოგიურ პრობლემას, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას იგივე ეფექტი ექნება, თუ მაგალითად, ადამიანს აქვს კანის განსხვავებული ტიპი. ყველაფერ საუკეთესოს ბუნება გვაძლევს. თუ ამ თეორიას იზიარებთ და გჯერათ იმის, რომ ნატურალური პროდუქტები გაცილებით სასარგებლოა, მაშინ ინგლისურ ნატურალურ და ორგანულ კოსმეტიკას - Dr Organic-ს და ესპანურ ბრენდს - Naturtint-ს გირჩევთ.
თავისი კოსმეტიკური საშუალებების შესაქმნელად, Dr Organic იყენებს ბუნებრივ ინგრედიენტებს, რომლებიც შემოწმებულია ხარისხის მკაცრი მოთხოვნების შესაბამისად. Dr Organic-ის კოსმეტიკური პროგრამა შეიცავს შემდეგ პუნქტებს:
ამასთან, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Dr Organic-ის პროდუქცია საკმაოდ ხელმისაწვდომია.
"დააკლიკეთ" ფოტოზე გამოსახულ ნიშნებს და წაიკითხეთ ანოტაცია
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
Dr Organic-ის ბრენდი არაერთ ნომინაციაშია გამარჯვებული. კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა სტივ ქუინმა განაცხადა, რომ ბრენდის რევოლუციური წარმატების საიდუმლო მდგომარეობს იმაში, რომ კომპანია მარტივ წესს იცავს: ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულია. ასევე, მან ხაზი გაუსვა იმას, რომ Dr Organic-ი იყენებს საუკეთესო ნატურალურ კომპონენტებს, რომლებიც გულდასმით არის შეგროვებული მთელი მსოფლიოდან.
თმის მოვლის და გაჯანსაღების საუკეთესო პროდუქციას გთავაზობთ Naturtint-ი, რომლის ასორტიმენტში შედის თმის ცვენის საწინააღმდეგო ხაზი: ნიღაბი, შამპუნი, ბალზამი, კონდიციონერი. ასევე, ეს ბრენდი პოპულარულია თმის ორგანული საღებავებით, რომლებიც არ აზიანებს თმას და მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
"დააკლიკეთ" ფოტოზე გამოსახულ ნიშნებს და წაიკითხეთ ანოტაცია
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
ქართველი მომხმარებლისთვის ამ და სხვა პრემიუმ კლასის ბრებდების ორგანული პროდუქცია ხელმისაწვდომი ბრიტანულმა ბრენდმა Holland and Barett-მა გახადა. კომპანია ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ეწევა, უკვე 150 წელია და საქართველოში სამი მაღაზიითა წარმოდგენილი. პროდუქციის შეძენა ონალინაც შესაძლებელია.