სანამ საქართველოს ისტორიაში საბედისწერო 1921 წელი დადგებოდა და ბოლშევიკები გააწითლებდნენ, მანამდე იყო 1917 წლის 12 მარტი. ქართველმა სამღვდელოებამ სვეტიცხოველში საზეიმოდ გამოაცხადა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. დეკანოზი კალისტრატე ცინცაძის როლი ამ მიღწევაში დიდი იყო. გასაბჭოებულ ქვეყანაში მისი სასულიერო იერარქია პატრიარქობამდე ავიდა. მას გერმანელი მეუღლე, ხუთი ქალიშვილი და ერთი ვაჟი ჰყავდა. მისი უფროსი შვილი ნინო ცინცაძეც კომუნისტების ნასროლ ტყვიას შეეწირა. ნინომაც საკუთარი სისხლით გადაიხადა სამშობლოს სიყვარულის ვალი და საბჭოური ტყვიის საფასური.
ნინო ცინცაძე ეროვნული სულისკვეთებით იზრდებოდა. მას დამოუკიდებელი ქვეყნის სიყვარულის მაგალითს მამა აძლევდა, მამა, რომელიც სრულიად საქართველოს სულიერი მამაც იყო. ნინო ცინცაძის დახვრეტის რეალური მიზეზი სასულიერო პირის შვილობა იყო, გიორგი ელიავას თანამშრომლობა თუ სხვა რამ, დაზუსტებით არავინ იცის.
იხილეთ ვიდეო
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>