თიკა ფაცაცია ყველასთვის ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა. ის ხშირად ჩანს ეკრანებზე და, გარდა ამისა, გულშემატკივრებს სოციალურ ქსელშიც ყოველდღიურად უზიარებს საკუთარ ფოტოებსა და ვიდეოებს. თიკა ხშირად აძლევს ქალებს სილამაზესა და თავის მოვლასთან დაკავშირებულ რჩევებსაც.
ამჯერად თიკა ფაცაცია აქტიური ცხოვრების წესის შესახებ საუბრობს. მისი განმარტებით, დღეში 10 000 ნაბიჯის გადადგმა და სიარული ჯანმრთელობის არაერთი პრობლემის პრევენციას უწყობს ხელს, მათ შორის, კორონავირუსისაც.
„სიარული: ემოციების დასარეგულირებლად, ნერვიულობისას ხომ დავდივართ, გასახდომად ბევრმა მიაღწია შედეგს სიარულით. ეს არის ენერგიისა და სიცოცხლის წყარო. კოვიდსაც სიარული უხდება. საკვების მოსანელებლადაც უებარია, კუჭ-ნაწლავის მოქმედებისთვისაც კი. ასე რომ, იარეთ“ - წერს თიკა ფაცაცია „ინსტაგრამსთორიში“.