მოდელ თიკო ჩხეიძისა და ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილის ოჯახში სამი წლის წინ ტრაგედია დატრიალდა. მათ 9 წლის გოგონას დენმა დაარტყა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. მას შემდეგ თიკო ჩხეიძისთვის ტკივილთან გამკლავების ერთადერთი გამოსავალი წიგნის დაწერა აღმოჩნდა: „ჩემი წიგნი არ არის სიკვდილზე, ტატას ეს არ მოუხდებოდა... ჩემი წიგნი არის იმაზე, როგორ უნდა გააგრძელო ცხოვრება დიდი ტრაგედიის შემდეგ“ - ამბობდა მოდელი.
წიგნის „აღსარება დედისა“ პრეზენტაცია 27 ივნისს გაიმართა. როგორც თიკო განმარტავს, მასში არა მხოლოდ მისი ტრაგედიის, არამედ ნუკრი რევიშვილთან შეხვედრის, მათი სიყვარულის, კარიერისა და, რა თქმა უნდა, ტატიანას შესახებაცაა მოთხრობილი. როგორც აღმოჩნდა, წიგმა მკითხველში აღფრთოვანება გამოიწვია და განსაკუთრებული შეფასებაც დაიმსახურა.
ტრაგედიიდან სამი წლის თავზე, თიკო ჩხეიძემ საკუთარ „ინსტაგრამსთორიში“ ირინა ონაშვილის საჩუქრის ფოტო გამოაქვეყნა. როგორც აღმოჩნდა, ირინამ თიკოს ორიგინალური ყელსაბამი აჩუქა - „ტატას ნახატი კულონად, საოცარი საჩუქარი“ - წერს მოდელი.