ელენე ფეიქრიშვილი, სოციალურ ქსელში ცნობილი, როგორც ელენე ფეი, წარმატებული ინფლუენსერი და ვლოგერია. ის უკვე რამდენიმე წელია, ოჯახთან ერთად ამერიკაში, ფილადელფიაში ცხოვრობს. ელენემ ვლოგერობა დაახლოებით 2 წლის წინ დაიწყო, დღეს კი უკვე 20 000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს.
ელენე ფეიქრიშვილი „ინსტაგრამზეც“ აქტიურია. მის გვერდზე როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსა და სარეკლამო პოსტებსაც ნახავთ. ის არაერთ ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობს, თუმცა აღნიშნავს, რომ დასაწყისში ძალიან გამოუცდელი იყო, არც საჭირო ტექნიკა ჰქონდა და არც გამოცდილება, თუმცა შეძლო და კიმ კარდაშიანის ყურადღებაც კი მიიქცია. როგორც თავად ელენე განმარტავს, ეს ძალიან მოულოდნელად მოხდა: „ყველაფერი იმით დაიწყო, რომ შევიძინე კიმ კარდაშიანის ბრენდის ერთ-ერთი პროდუქტი, გადავიღე ფოტო ჩემს სარკეში და ავტვირთე „ინსტაგრამზე“. ცოტა ხანში ამ ბრენდის წარმომადგენელმა მომწერა, რომ ძალიან მოეწონათ ჩემი ფოტო და სურდათ, გამოეყენებინათ კომერციული თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდი და კონტაქტზეც მოვაწერე ხელი, თუმცა ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ერთ დღეს თავად კიმ კარდაშიანის სთორიში აღმოვჩნდებოდი და თან მომნიშნავდა ჩემი „ინსტაგრამით“ - იხსენებს ელენე.
ელენეს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს, რომლებთან ერთადაც დროს მხიარულად ატარებს. ამის პარალელურად კი, ცდილობს, მუდმივად იყოს ფორმაში, სწორად იკვებოს, დრო საკუთარ გარეგნობასაც დაუთმოს და ამის შესახებ არაერთი საინტერეს ვლოგი გადაიღოს.
სულ ცოტა ხნის წინ ელენე ფეიმ საკუთარ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ის ოჯახთან ერთად საქართველოში ბრუნდება. ამ სასიამოვნო სიახლეს გამომწერების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა: „იმედი მაქვს ვლოგს იღებდი და დადებ მალე“, „ძალიან მინდა თქვენი ნახვა“, „ელოდებოდი ამ დღეს და ძალიან მიხარია“, „რომ გიყურებთ, გული სითბოთი მევსება“ - წერენ კომენტარებში.