2007 წლის ზაფხულში მან "სან ანტონიოს" რიგებში საზაფხულო ლიგაზე ითამაშა, თუმცა სპორტული კარიერის მანძილზე NBA-ში თამაში არ მოუწია. სანიკიძე ყოველთვის პოპულარული იყო საპირისპირო სქესში. ის არაერთ ცნობილ ქალთანაც დაუწყვილებიათ. ერთ-ერთი ჭორი გახლდათ სოფო ნიჟარაძესთან რომანი, რომელიც მომღერლის მიერ ვიქტორ სანიკიძის მხარდამჭერი პოსტის გაზიარებას მოჰყვა.
მოგვიანებით კალათბურთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სოფოსთან მხოლოდ მეგობრობა აკავშირებდა.
"გარეგნობას მივაქცევ ყურადღებას, ძალიან დაბალი, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს. პირველ რიგში, ფიზიკურად უნდა მომეწონოს. არ ვამბობ, რომ მონიკა ბელუჩი უნდა იყოს, მაგრამ ცოლი რომ გყავს, შეხედვა ხომ უნდა გესიამოვნოს? მერე ხასიათსაც მივაქცევ ყურადღებას და ეს არის (იღიმება)..." - ასე პასუხობდა სანიკიძე ჟურნალისტებს, როდესაც სასურველი ქალის შესახებ უსვამდნენ კითხვებს.
ოთხი წლის წინ ვიქტორ სანიკიძემ საყვარელი ქალი გამოაჩინა. მისი გულის მოგება სამხატვრო აკადემიის სტუდენტმა მაი ბიწაძემ შეძლო. წყვილმა ერთმანეთი ნიკა ცქიტიშვილის მეუღლის, სოფო გოგებაშვილის საშუალებით გაიცნო.
გოგონები წლები მეგობრები იყვნენ. ვიკა სანიკიძე და მაი ბიწაძე მალე დაქორწინდნენ და 2019 წლის აპრილში შვილი ნიკალა შეეძინათ. კალათბურთელი ახლო მეგობარია ბერა ივანიშვილის და მეუღლეებთან ერთად "პარაგრაფში" ხშირად ისვენებენ ერთად.
განაგრძეთ კითხვა