ნინო გაჩეჩილაძე ფართო საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო და უკვე წლებია, რაც მის პერსონაჟს, კატოს, არაერთი გულშემატკივარი ჰყავს. მსახიობსბევრი ოდრი ჰეფბერნს ამსგავსებს და, გარდა სამსახიობო ნიჭისა, მის გარეგნობასაც უსვამს ხაზს. ნინოს გულშემატკივრები განსაკუთრებულ აღფრთოვანებას მის „ინსტაგრამ“ გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოების ქვეშ გამოხატავენ.
ნინო გაჩეჩილაძე არამხოლოდ სერიალში, ცხოვრებაშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, რასაც მისი ურიცხვი „ინსტაგრამგამომწერებიც" მოწმობს. მსახიობს 100 000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს, რომლებიც მის მიმართ კომპლიმენტებსა და დადებით კომენტარებს არასდროს იშურებენ.
გამონაკლისი არც ნინო გაჩეჩილაძის ბოლოს გამოქვეყნებული ფოტოებია, სადაც ის საცურაო კოსტუმში პოზირებს. როგორც ჩანს, მსახიობის გარეგნობამ სოციალური ქსელის მომხმარებლები განსაკუთრებით მონუსხა: „ეს გოგო, კიდევ კარგი, ადრეულ საუკუნეებში არ დაიბადა, თორემ ეშმაკისეულობას დასწამებდნენ მისი სილამაზის გამო და კოცონზე დაწვავდნენ“, „ულ მინდოდა მეთქვა რომ ძალიან ლამაზი ხართ და დიდ პატივს გცემთ“, „ერთ-ერთი ყველაზე კარგი შენი ფოტო, რაც მინახავს“, „ყველაფერი გიხდება“ - წერენ „ინსტაგრამზე“.