ცნობილ ქართველ ექიმ, კარდიოქირურგ ლევან ქარაზანიშვილს, ქვეყნის საზღვრებს გარეთაც კარგად იცნობენ. მან სახელი არაერთი უნიკალური ოპერაციით გაითქვა. წარმატებული ექიმი სოციალურ ქსელშიც აქტიურია და გამომწერებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად უზიარებს. როგორც ცნობილია, ლევან ქარაზანიშვილი შეყვარებულია, მისი რჩეული კი ქეთი ძიგუაა. ლევანი და ქეთი კოლეგები არიან და ივ. ბოკერიას სახელობის კლინიკაში ერთად მუშაობენ.
ქეთი ძიგუასა და ლევან ქარაზანიშვილის წყვილი სოციალურ ქსელში დიდ ინტერესს იწვევს. მათი ფოტოები კი გულშემატკივრების მხრიდან ყოველთვის დიდ გამოხმაურებასა და უამრავ კომენტარს იმსახურებს. განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ სულ ცოტა ხნის წინ წყვილის მიერ დუბაიდან გამოქვეყნებული ფოტოები მოექცა.
ამჯერად წყვილი ახალ ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც, როგორც ყოველთვის, არაერთ დადებით შეფასებას იმსახურებს: „როგორი საყვარლები ხართ“, „უზომოდ მიყვარხართ“, „ლამაზები ხართ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.