რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ქეთას პირადი ცხოვრება, შვილები და ჩაცმის სტილი ყოველთვის ინტერესის საგანია და მასზე არა მარტო ქართული, არამედ რუსული მედიაც აქტიურად წერს. მომღერალი გემოვნებიანი სტილით გამოირჩევა. ქეთა შესანიშნავ ფორმაშია, საღამოს კაბებისა თუ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებას არასდროს ერიდება და ყოველთვის სიტუაციის შესაფერისად იცვამს. თოფურიას გარდერობში ბევრი ძვირად ღირებული სამოსი და აქსესუარი ინახება და მომღერალი ამას არ მალავს.
თუ ქეთას "ინსტაგრამს" დააკვირდებით, შესამჩნევია, რომ მას კონცერტებზე საკუთარი ბრენდის, KETIone-ის კაბები აცვია. ახალგაზრდა მომღერალი სიმღერასთან ერთად დიზაინერობასაც ახერხებს და მისი ტანსაცმლის ხაზი რუსეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ამ ფოტოზე ქეთას საკუთარი ბრენდის მიერ შექმნილი ყვითელი საზაფხულო კაბა აცვია, რასაც მომღერალმა "ჰერმესის" ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ჩანთა და გამჭვირვალე ქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.
ულამაზესი კაბის ფასი 46 000 რუბლია, ეს თანხა ლარებში 1 900 ლარზე მეტს უდრის.
რაც შეეხება ჩანთას, მომღერლის "ჰერმესის" მწვანე ჩანთა 31 000 დოლარი ღირს. ეს თანხა ლარებში 96 000 ლარია.
ფოტოებიდან ჩანს, რომ მომღერალი "ჰერმესის" მოყვარულია, მის გარდერობში ამ ბრენდის სხვადასხვა ფერის ჩანთას ნახავთ, ქეთას "ჰერმესის" მწვანე, შავი, ლურჯი და აგურისფერი მოდელები აქვს.
შავი ჩანთის ფასი საშუალოდ 73 000 დოლარი ანუ 227 000 ლარია.
მარტივი შესამჩნევია, რომ ახალგაზრდა მომღერალს კაბები უყვარს, მისი ფოტოების უმეტესობა ფერადი, ფუშფუშა კაბებით არის სავსე. ეს თეთრი მოდელი კვლავ ქეთის ბრენდის მიერ არის შექმნილი. კაბის ფასი 15 000 რუსული რუბლია.
ეს თანხა საშუალოდ 632.11 ლარის ტოლფასია.
შეუმჩნეველი არც ეს ფერადი კაბა დარჩა, რომელიც მომღერალს ერთ-ერთი კონცერტის დროს ეცვა. თოფურიას კაბა საკუთარი ბრენდის მიერ არის შექმნილი და ფასი 75 000 რუბლის ტოლია. ეს თანხა 3 160.54 ლარს უდრის.
მხოლოდ"ჰერმესის" ჩანთები არ არის მომღერლის გატაცება, ქეთას ამ ფირმის რამდენიმე ხელჩანთაც აქვს. ამ კონკრეტულის ფასი 13 000 დოლარს აღწევს, ლარებში კი საშუალოდ 40 400 გამოდის.