ყველასთვის კარგად ნაცნობი ტოპ-მოდელი თაკო ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი ფოტოები გამომწერების მხრიდან ყოველთვის დიდ გამოხმაურებასა და დადებით შეფასებებს იმსახურებს. კითხვები მოდელის პირადი ცხოვრების შესახებ მუდმივად ისმის, თუმცა ის ამ თემაზე ხმამაღლა არ საუბრობს. როგორც გასულ წელს გახდა ცნობილი, თაკოს რჩეული ოთო ხუროძეა.
საზოგადოების მოწონებას არამხოლოდ თაკოს გამორჩეული გარეგნობა, არამედ მისი სტილი და ჩაცმულობაც იწვევს. მოდელის გამომწერები ხშირად აღნიშნავენ, რომ მას სადა, თუმცა ძალიან დახეწილი და ელეგანტური სტილი აქვს. როგორც აღმოჩნდა, თაკო ნაცვლიშვილი ზაფხულის ცხელ დღეებში უპირატესობას ფერად, უფრო კი პასტელურ სამოსს ანიჭებს. ხშირად ირგებს ე.წ. Casual სტილს.
როგორც ჩანს, თაკო ნაცვლიშვილის ვიზუალი და სტილი ბევრისთვის მისაბაძია. მოდელის გულშემატკივრები კი მის ფოტოებზე კომპლიმენტებს არასდროს იშურებენ: „აი, ამას ჰქვია სრულყოფილება”, „საუკეთესო ხარ“, „საოცრად გამოიყურები“ - წერენ „ინსტაგრამზე“.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>