წყვილი პაპარაცებმა გუშინ ბენ აფლეკის სახლის წინ, კალიფორნიაში, ბრენტვუდში დააფიქსირეს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მათ დღე ერთად გაატარეს, - წერს გამოცემა elle. წყვილმა ბენ აფლეკის დაბადების დღე მოგვიანებით აღნიშნა. როგორც ცნობილია, მომღერალმა საყვარელ მამაკაცს ტორტი აჩუქა და, გამომდინარე იქიდან, რომ ბენს დღესასწაულები არ უყვარს, ეს მისი ბედნიერებისთვის საკმარისი აღმოჩნდა: „სწორედ ეს იყო ის, რაც მას სურდა“ - წერს გამოცემა.
ტაბლოიდები ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის მოულოდნელი შერიგების შემდეგ გამუდმებით წერენ იმაზე, თუ რამდენად სერიოზულია ეს ურთიერთობა. როგორც ცნობილია, წყვილს 2000-იანი წლების დასაწყისში ჰქონდა რომანი და ისინი ერთმანეთს 2004 წელს დაშორდნენ. „2021 წელს მათი გრძნობები კიდევ უფრო ძლიერია. ისინი დარწმუნდნენ, რომ ეს სიყვარულია“ - წერდა Entertainment Tonigh-ი, რომელიც წყვილის ურთიერთობის დეტალებს განიხილავდა და ამბობდა, რომ შეუძლებელია, ორი ადამიანი მათზე უკეთესად უგებდეს ერთმანეთს. „მათ შორის ყველაფერი იდეალურადაა და სწორედ ამიტომ არიან ასეთი ბედნიერები. მათ ურთიერთობას ძალისხმევა არ სჭირდება, თავს ერთმანეთის გვერდით მშვიდად გრძნობენ“ - განმარტავდა გამოცემა.