ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა უამრავი კითხვა არსებობს, მაგრამ პასუხები არსად ჩანს. ფიქრი და მათი ძიება ხანდახან არაფერს შველის. უნდა მისცეთ დრო გონებას, თავად მიგიყვანოთ ჭეშმარიტებამდე.
- 1. ცხოვრება ყველასთვის რთულია. ძალიან წარმატებულ და ცნობილ ადამიანებსაც იგივე პრობლემები აქვთ, როგორც თითოეულ ჩვენგანს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვუყურებთ მათ ფოტოებს პრიალა ჟურნალებში, მათ მიღმა ცხოვრება განსხვავებულია. გახსოვდეთ, ჩვენ ყველას მსგავსი დაბრკოლებები გვაქვს, განსხვავება კი ისაა, რომ ზოგიერთი ამაზე ხმამაღლა წუწუნებს, ზოგიერთი კი ტკივილს საგულდაგულოდ მალავს. ის, რომ ცხოვრება რთულია, არ ნიშნავს, რომ ის ლამაზი და სასიამოვნო არაა. ხშირად გაუმეორეთ საკუთარ თავს, რომ არ არსებობს ბედნიერება და წარმატება დაცემის გარეშე!
- 2. იმედგაცრუებას ყველა გრძნობს. როცა მეგობრისგან, შეყვარებულისგან ან სხვა საყვარელი ადამიანისგან ღალატს ვგრძნობთ, გული სხვანაირად იწყებს ცემას. ვფიქრობთ, რომ ცხოვრებაში აღარავის უნდა ვენდოთ, თუმცა ეცადეთ, ყოველთვის შეხედოთ ამბავს მეორე მხრიდან. ყველა მტკივნეული მომენტი ხდება სულიერი ზრდისა და განვითარების საწყისი.
- 3. წარსულის შეცვლა არავის შეუძლია. ალბათ, ბევრ უფიქრია, რომ ცხოვრებიდან სიამოვნებით წაშლიდა იმ ადამიანთან შეხვედრის დღეს, რომელმაც გული ატკინა. ცხადია, ეს შეუძლებელია, მაგრამ თქვენი მომავალი თქვენს ხელშია! წარსულზე დარდი და წუხილი არაფერს მოიტანს, უმჯობესია, წინ, მომავლისკენ ყურება და ახალი ნაბიჯების გადადგმა. ადამიანს რწმენა, რომ ყველაფერი გამოუვა, მთებსაც გაადგმევინებს!
- 4. ყველაზე უარესი, რაც შეიძლება საკუთარ თავს გაუკეთო, ეჭვები და სპეკულაციებია. ამ უსარგებლო საქმიანობის ნაცვლად, ისწავლეთ, იცხოვროთ დღევანდელი დღით და ისიამოვნოთ მისი ყოველი მომენტით. არ ინერვიულოთ დეტალებზე, უბრალოდ იცხოვრეთ.
- 5. თუ ცხოვრებაში რაღაც ძალიან ლამაზი დამთავრდა, არ ნიშნავს, რომ სხვა კარგი არაფერი მოხდება. თუ თქვენ ერთი წიგნის კითხვა დაასრულეთ, დააბრუნეთ ის თავის ადგილას და თაროდან მეორე გადმოიღეთ. დაავადებები იკურნება, პრობლემები გვარდება, მთავარია გჯეროდეთ და გწამდეთ - ბედნიერება აუცილებლად მოვა!
- 6. მაშინაც კი, როდესაც გეჩვენებათ, რომ ყველაფერი ასე ცუდადაა, იყავით მადლიერი. რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, დაიწყეთ დღე მადლიერებით. დედამიწაზე არაერთი ადამიანია, რომლისთვისაც ეს დღე აღარ გათენდა. გახსოვდეთ, რომ თქვენ კიდევ ერთი მზიანი, ლამაზი დღე გაქვთ იმისთვის, რომ დატკბეთ, იცხოვროთ და ისიამოვნოთ. იყავით მადლიერი ამისთვის. ამაში ნეგატიური აზრების მოშორება დაგეხმარებათ.
- 7. ყველაფერი ერთად ადამიანებს მხოლოდ ფილმებში აქვთ. ის, რომ თქვენ დღეს ვერ მიაღწიეთ წარმატებას, არ ნიშნავს, რომ ხვალ ამის შანსი აღარ გექნებათ. წარმატების საიდუმლო გონიერება და მოთმინებაა. გჯეროდეთ, რომ რაზეც ოცნებობთ, აუცილებლად ახდება და გახსოვდეთ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს!
- 8. რომ არა ღამე, ვერასდროს შევძლებდით ვარსკვლავებით მოჭედილი ცით ტკბობას. ბნელი დღეები ყველას ცხოვრებაშია - უსიამოვნებები სამსახურში, ბავშვების ავადმყოფობა, საყვარელ ადამიანებთან განშორება, ღალატი... სია უსასრულოა. მაგრამ ყველა ტკივილი, რომელიც არ გვკლავს, გვაძლიერებს. ხანდახან განსაცდელი საუკეთესო საშუალებაა, აღმოაჩინო საკუთარი თავი, ის, რაც ღრმად იმალება, ის, რაც გხდის საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიას.
- 9. ადამიანები, რომლებთანაც დროს ვატარებთ, იმაზე დიდ გავლენას ახდენენ ჩვენზე, ვიდრე წარმოგვიდგენია. თუ გარშემო დადებითი, მხიარული, ბედნიერი ადამიანები გყავთ, ისინი შთაგაგონებენ თქვენ და დრო ნეგატიური ფიქრებისთვის აღარ გრჩებათ. ბოროტი ადამიანები კი თქვენს ენერგიასა და ბედნიერებას წვეთ-წვეთად იპარავენ.
- 10. იმისთვის, რომ ბედნიერი იყოთ, მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის, უნდა შეცვალოთ თქვენი აზროვნება. ნეგატიური აზრები გონებაში ამოსულ სარეველებს ჰგავს. ამიტომ, ეცადეთ, ყოველთვის დადებითად იფიქროთ და მოიშოროთ ყველაფერი, რაც უკან გხევთ, გაბრკოლებთ.