აკრძალვა 1: ალკოჰოლი + წამალი
ალკოჰოლისგან გამოწვეული კრიტიკული ან ლეტალური შედეგის მიზეზი მიღებული სპირტიანი სასმლის რაოდენობა კი არ წარმოადგენს, არამედ ალკოჰოლის წამლებთან შერევა.
რა საფრთხე გვემუქრება?
ალკოჰოლი + ასპირინი – კუჭის წყლული
ალკოჰოლი + კოფეინი, ეფედრინი, თეოფედრინი, ქოლდრექსი – ჰიპერტონიული კრიზი
ალკოჰოლი + შარდმდენი, ანტიჰიპერტენზიული საშუალებები –არტერიული წნევის მკვეთრი დაწევა
ალკოჰოლი + პარაცეტამოლი, პანადოლი, ეფერალგანი – ღვიძლის ტოქსიკური დაზიანება
ალკოჰოლი + ინსულინი, შაქრის დამწევი პრეპარატები – სისხლში შაქრის დონის მკვეთრი დაცემა, კომა
ალკოჰოლი + ანტიფსიქოტიკა, ტკივილგამაყუჩებლები, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები – ინტოქსიკაცია
ალკოჰოლი + ტრანკვილიზატორები, საძილე საშუალებები – ინტოქსიკაცია, ცერებრალური კომა
ალკოჰოლი + ანტიბიოტიკები, სულფანილამიდური პრეპარატები – წამლის აუტანლობა, სამკურნალო ეფექტის არქონა
ალკოჰოლი + ნიტროგლიცერინი, ანტიჰისტამინური (ალერგიის საწინააღმდეგო) პრეპარატები – ტკივილის სინდრომის გაძლიერება, ალერგიული რეაქციები
იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებს იღებთ, არც კი იფიქროთ ალკოჰოლის მიღებაზე! მისი მცირე დოზაც კი შესაძლოა თქვენი ორგანიზმისთვის დამანგრეველი აღმოჩნდეს.
აკრძალვა 2: ალკოჰოლი + ალკოჰოლი
1. არასოდეს აურიოთ სასმელები, რომლებიც მეტისმეტად განსხვავდება წარმოების ტექნოლოგიით: შამპანური არ შეიძლება არაყთან ერთად, ვისკი – კონიაკთან; არაყი "ვერ იტანს" ლუდს; რომი და ბრენდი კარგია, თუ ლიქიორთან "პირისპირ" არ აღმოჩნდება.
2. სარისკოა ძლიერი სპირტიანი სასმლის არევა ისეთ უვნებელ სასმელებთან, როგორებიცაა ხილის წვენი, მინერალური წყალი, ლიმონათი.
გააგრძელეთ კითხვა
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>