ლიბანელმა მწერალმა, პოეტმა, ფილოსოფოსმა და მხატვარმა ჯუბრან ხალილ ჯუბრანმა 30-ზე მეტი წიგნი დაწერა. 1992 წელს პირველი პუბლიკაციის გამოქვეყნებიდან მისი ნაწარმოებები მალევე იქცა ბესტსელერებად და მსოფლიო აღიარებაც მოიპოვა. მისი წიგნები 40-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი.
ქვემოთ წაიკითხავთ რამდენიმე საინტერესო ფრაზას ჯუბრან ხალილ ჯუბრანის შემოქმედებიდან, რომლებიც აუცილებლად დაგაფიქრებთ ცხოვრებასა და მის არსზე:
1. იყავით მადლიერი ცხოვრების რთულ დროსაც კი. სწორედ ეს აჩვენებს, რამდენად ძლიერი ხართ - „ყველაზე ძლიერი სულები ტანჯვაში იბადებიან“.
2. სიკეთე ძლიერი ადამიანების თვისებაა - „გრძნობების გამოხატვა და სიკეთის გამჟღავნება არა სისუსტის, არამედ სიძლიერის გამოხატულებაა“.
3. არ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება - ”მე არ ვიცი აბსოლუტური სიმართლე, მაგრამ მე თავს ვხრი ჩემი უმეცრების წინაშე და ეს არის ჩემი პატივიც და ჯილდოც”; "ნუ იტყვი," მე ვიპოვე სიმართლე", არამედ თქვი:" მე ვიპოვე ჭეშმარიტების მარცვალი".
4. თქვენ არასდროს დაგავიწყდებათ ადამიანი, ვინც რთულ მომენტში დაგეხმარათ - "შეიძლება დაგავიწყდეს, ვისთან ერთად იცინოდი, მაგრამ ვერ დაივიწყებ, ვისთან ერთად ტიროდი. მწუხარება მჭიდროდ აკავშირებს გულებს, ცრემლებგამოვლილი სიყვარული ყველაზე მტკიცეა“.
5. ყველაზე მარტივი რამ ზოგჯერ ყველაზე უჩვეულოდ იქცევა ხოლმე - „მეგობრობას მუდამ თან უნდა ახლდეს სიცილი და ერთმანეთით ტკბობა“.
6. სიყვარული სიცოცხლეა, სიცოცხლე - სიყვარულია - როდესაც გიყვარს, არ უნდა თქვა, „ღმერთი ჩემს გულშია", არამედ „მე ვარ ღმერთის გულში".
7. გააკეთე ყველაფერი სიყვარულით - „თუ თქვენ საქმეს სიყვარულით არ აკეთებთ, ჯობს დაჯდეთ ეკლესიის კართან და მოწყალება ითხოვოთ, თუკი ამას სიყვარულით გააკეთებთ“.
8. სიყვარულის მართვა შეუძლებელია - „სიყვარულს არ უყვარს, როცა მას ვინმე ფლობს, ის თავად გასწავლის გზას“.
9. ცხოვრებისადმი თქვენი დამოკიდებულება განსაზღვრავს თქვენ მიმართ ცხოვრების დამოკიდებულებას - „ცხოვრება იმით კი არ იზომება, რას იღებ მისგან, არამედ იმით, როგორ უყურებ და აფასებ მას“.
10. შეხედეთ ყველაფერს დადებითად - „ოპტიმისტი ხედავს ვარდს და არა მის ეკალს, პესიმისტი უყურებს ეკალს და არ აქცევს ყურადღებას ვარდს“.
11. ჩვენ ყველაფერს ისე ვხედავთ, როგორც გვინდა, რომ ვხედავდეთ - „საგნების გარეგნობა იცვლება განწყობის მიხედვით და, შესაბამისად, ჩვენ მათში ვხედავთ მაგიას და სილამაზეს, ხოლო მაგია და სილამაზე სინამდვილეში ჩვენშია“.
12. ნამდვილი სიყვარული სულიერი სიახლოვის ნაყოფია - „შეცდომაა ვიფიქროთ, რომ სიყვარული იზრდება ხანგრძლივი მეგობრობის შედეგად. სიყვარული სულიერი სიახლოვის ნაყოფია და თუ ინტიმურობა არ წარმოიქმნება წამში, ის არ წარმოიქმნება არც ერთ წელიწადში და არც ერთ საუკუნეში“.
13. მუხა და კვიპაროსი არ იზრდება ერთმანეთის ჩრდილში - „გიყვარდეთ ერთმანეთი, მაგრამ ნუ მოაქცევთ ამ სიყვარულს ბორკილებში“.
14. იყავი მადლიერი კარგისთვისაც და ცუდისთვისაც - „მე ვისწავლე დუმილი საუბრისგან, შემწყნარებლობა - შეუწყნარებლობისგან და სიკეთე - არაკეთილსინდისიერებისგან“.
15. ნამდვილი სილამაზე შიგნიდან მოდის - „სილამაზე არ გამოიხატება სახეზე, სილამაზე არის სინათლე გულში“.
16. გულით და ფიქრებით შეზღუდული ადამიანი ბრმას ჰგავს - „ბრმა ვერასდროს დაინახავს გზას, რომელზეც დადის და კედელს, რომელიც მას გზას უკვალავს“.
17. თქვენი შვილები არ არიან თქვენი შვილები - „თქვენ შეგიძლიათ აჩუქოთ მათ თქვენი სიყვარული, მაგრამ არა თქვენი აზრები და გონება“.
18. თუ გიყვარს, გაუშვი - „თუ ვინმე გიყვარს, გაათავისუფლე იგი. თუ ის დაგიბრუნდება, შენია; თუ არა, ესე იგი, არასდროს იყო შენი“.
19. დაფიქრდით, ვის ანდობთ საიდუმლოებებს - „თუ თქვენ მიანდობთ თქვენს საიდუმლოებას ქარს, ნუ გეწყინებათ, თუ მან ეს ხეებს გაუმხილა“.
20. გაეცი მეტი - „იყო გულუხვი, ნიშნავს, გაიღო მეტი, ვიდრე შეგიძლია“.