ნუკი კოშკელიშვილის ამერიკელ ქმარს, ბენჯი ხაიმს, ხშირად მოიხსენიებენ „ქართველების საყვარელ სიძედ“. ბენჯი ნუკისთან ქორწინების შემდეგ აქტიურად ცდილობს ქართული ენის შესწავლას და სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პოსტებს ქართულ ენაზე. ნუკი და ბენჯი ამერიკაში ცხოვრობენ და მათ ერთი შვილი, ოვი ჰყავთ.
ბენჯი ხშირად აქვეყნებს მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და გამომწერების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იღებს. ამჯერად ბენჯი ემოციურ წერილს სწორედ მეუღლეს უძღვნის და წერს, რომ მალე მათი ქორწინების ექვსი წლის იუბილე იქნება: „ეს სულ რაღაც 2 კვირაა, სანამ მე და ნუკი დავქორწინდებით! ახლა კი მხოლოდ 1 თვეში იქნება 6 შესანიშნავი წელი ერთად. ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ ერთმანეთის შესახებ. იყავით ასე ახლოს და გიყვარდეთ ყოველდღე. ჩვენ მალე ვიქნებით ერთად, რომ აღვნიშნოთ ჩვენი წლისთავი. მოუთმენლად ველი“ - წერს ბენჯი ხაიმი.
როგორც ყოველთვის, ფოტოზე ბენჯის მეგობრებთან ერთად, ნუკის ქართველი გულშემატკივრებიც გამოხატავენ ემოციას: „ბევრი ლამაზი წელი გაგეტარებინოთ ერთად“, „უსაყვარლესები ხართ“, „ყველაზე ტკბილები ხართ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>