ტელესახე და ინფლუენსერი ნუკი კოშკელიშვილი სოციალური ქსელის გამომწერებს ხშირად უზიარებს საკუთარ ყოველდღიურობას, აძლევს სასარგებლო რჩევებს და მათგან საჭირო ინფორმაციას თავადაც იღებს.
ამჯერად ნუკი კოშკელიშვილი გამომწერებს მიმართავს და საკუთარ გამოცდილებას შფოთვისა და ნერვიულობის შესახებ უზიარებს: „არ ვიცი, კოვიდმა დამიტოვა თუ უბრალოდ ასაკი მომემატა და, როგორც იძახიან, მერე უფრო გეტყობაო, მაგრამ სულ მუდამ ვპოულობ მიზეზს სანერვიულოდ. აი, “ვაიმე, რატომ არ მპასუხობს ვიღაც, ხომ არ ვაწყენინე”, ვაი, “ნეტა ცუდად ხომ არ ვთქვი რაღაც”, სულ, სულ რაღაცაზე ვღელავ. მერე დრო გადის, ვხვდები, რომ ცხოვრებაში არც არაფერია სადარდებელი… რა თქმა უნდა, ჯანმრთელობისა და სერიოზული პრობლემების გარდა. და, აი, ამ შფოთვა-ღელვაში მიდის ცხოვრება. ის პრობლემები თუ დარდები არც გვახსენდება, თან ერთი რამ ზუსტად ვისწავლე - ყველაფერი, რაც ხდება ცხოვრებაში, უკეთესობისკენ არის. აი, დაფიქრდით და გაიხსენეთ, თუნდაც სასიყვარულო ურთიერთობაში, ვიღაცაზე რომ გიჟდები და იმას საპასუხოდ არ უყვარხარ, ახლა კიდევ რომ შეგეხვეწოს არ გინდა… ესეც ხომ უკეთესობაა. ან გამოცდაზე დარდობ, იქ ვერ ხვდები სადაც გინდოდა, მერე დრო გადის და გიხარია, იმიტომ, რომ ცხოვრება ყოველთვის სწორად გვილაგებს ყველაფერს. მთავარია, ვიცოდეთ, როგორ ამოვიკითხოთ სამყაროსგან მოცემული მინიშნებები. და კიდევ, ყოველთვის, ან თითქმის ყოველთვის ენდეთ ინტუიციას… თქვენც ჩემსავით ხართ ნერვიულობაზე, თუ დროა, იმაზე ვინერვიულო, რომ ბევრს ვნერვიულობ?“ - წერს ნუკი კოშკელიშვილი.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>