თათია თექთურმანიძე ფართო საზოგადოებამ პროექტ „მასტერშეფიდან“ გაიცნო, სადაც მან მაყურებელი არა მხოლოდ საკუთარი კულინარიული ნიჭით, არამედ განსაკუთრებული გარეგნობითაც მოხიბლა.
თათია განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში. ის გამომწერებს ხშირად უზიარებს საკუთარ ფოტოებს და მოსაზრებებს სხვადასხვა საკითხთან მიმართებითაც ღიად აფიქსირებს: „განსაკუთრებული ხიბლი აქვს ასეთ სამოსს. უამრავი ლამაზი კაბა ვნახეთ სხვადასხვა ფერის, მაგრამ მე მაინც სადა შავი შევარჩიე. როცა მოვირგე და პირველად გავედი ქალაქში ასე ჩაცმული, იმდენად მომეწონა და იმხელა კომფორტი ვიგრძენი, რომ მე თვითონ გამიკვირდა. მოწიწებით, მორიდებული მზერები, სულ სხვა ყურადღებას იქცევ, უცხო ადამიანები სულ სხვანაირად გიყურებენ, არავინ ზედმეტად თვალს არ გაყოლებს, ყველა აღფრთოვანებით გიყურებს. მოკლე კაბაშიც იყურებიან ხოლმე ასე, მაგრამ ეს მაინც სხვა აღფრთოვანებაა. ჩემი აზრით, არის ამაში რაღაც იდუმალი და მიმზიველი, თქვენ რას ფიქრობთ? სხვათა შორის, არც ისე ცხელა ამ სამოსში მზეზე, როგორც მე წარმომედგინა“ - წერს თათია თექთურმანიძე.
მისმა ფოტოებმა გამომწერების მხრიდანაც დიდი გამოხმაურება დაიმსახურა: „თვალს იმიტომ გაყოლებენ, რომ ძალიან ლამაზი იდუმალი გურჯი ჰანუმი იმალება სამოსში. რა თქმა უნდა, ყველა შეგხედავს. მეც დიდი სიამოვნებით ვისურვებდი ახლოდან მენახე ამ სამოსში”, „ძალიან ლამაზია! გიხდება საოცრად“ - წერენ „ინსტაგრამზე“.