სექტემბრის მოსვლასთან ერთად, ცნობილი სახეები სულ უფრო აქტიურად აზიარებენ შვილების ფოტოებს და მათ ახალ სასწავლო წელს ულოცავენ. გამონაკლისი არც ალა პუგაჩოვა და მისი მეუღლე, მაქსიმ გალკინი არიან.
სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით მაქსიმისა და ალას შვილები, ჰარი და ლიზა სარგებლობენ. მძშობლები მათ ვიდეოებს ხშირად აქვეყნებენ, პატარა ვარსკვლავები კი ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იღებენ. ჰარი და ლიზა პირველ სექტემბერს მეორე კლასში მივიდნენ.
გალკინისა და პუგაჩოვას შვილები მოსკოვის პირველ გიმნაზიაში სწავლობენ, სადაც, როგორც ამბობენ, ისინი ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლეები არიან. თავად სკოლა რომ განსაკუთრებული და სხვებისგან გამორჩეულია, ამაზე მაქსიმ გალკინის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოც მეტყველებს.
მიუხედავად იმისა, რომ ალა პუგაჩოვა 72 წლისაა, მას ასაკი გარეგნობასა და განწყობაზე სრულებით არ ეტყობა და სკოლის პირველ დღეს შვილებს გვერდს ამაყად უმშვენებდა. სამახსოვრო კადრებზე კი, როგორც ჩანს, მამა, მაქსიმ გალკინი ზრუნავდა.