დიზაინერ ანუკი არეშიძისა და თბილისის მერის, კახა კალაძის უმცროსი ვაჟი ნიკოლასი სამი წლის გახდა. წყვილმა შვილის დაბადების დღე "ინსტაგრამიდან" მიულოცეს.
"ბედნიერი მესამე დაბადების დღე, ჩემო მზის სხივო. ჭყვიტინა და ენატიტინა სამი წლის გახდა", - წერს ანუკი და ნიკოლასის ფოტოებს აქვეყნებს.
"ჩემი პატარა ბიჭი სამი წლის გახდა, ბედნიერი დაბადების დღე ჩემო სიყვარულო", - წერს კახა კალაძე და შვილის ვიდეოს აქვეყნებს.
მოგვიანებით, ანუკიმ "ინსტაგრამსთორები" გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ნიკოლასს დაბადების დღეზე სამი ტორტი ჰქონდა და იუბილე ვიწრო წრეში მხიარულად აღნიშნა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>