ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის წყვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი საკუთარ ყოველდღიურობასა და ოჯახურ ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებენ.
სულ ცოტა ხნის წინ ჯანეტ ქერდიყოშვილმა „ინსტაგრამსთორის“ საშუალებით გამომწერებს მიმართა: „გამოიცანით, სად მივდივართ?“ წყვილმა ევროპაში იმოგზაურა და ულამაზესი კადრები ხორვატიიდან გამოაქვეყნა.
ამჯერად კი ნოე სულაბერიძე ჯანეტ ქერდიყოშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს, წარწერით: „რა მაგარია, რომ ჩემი ცხოვრების მთავარ მოედანზე მოხვედი“ აქვეყნებს. წყვილი, როგორც ყოველთვის, გულშემატკივრებისგან უამრავ კომპლიმენტს იღებს: „ჩემი აზრით, ყველაზე ლამაზი ცოლი გყავს საქართველოში“, „ულამაზესი წყვილი, ნიჭიერი, ზომიერი ყველა ასპექტში, საუკუნის წყვილს დაგარქმევდით“, „საერთოდ ყველაზე მაგარი წყვილი ხართ საქართველოში“ - წერენ „ინსტაგრამზე“.