ცნობილ ქართველ ექიმს, კარდიოქირურგ ლევან ქარაზანიშვილს, ქვეყნის საზღვრებს გარეთაც კარგად იცნობენ. მან სახელი არაერთი უნიკალური ოპერაციით გაითქვა. წარმატებული ექიმი სოციალურ ქსელშიც აქტიურია და გამომწერებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად უზიარებს. ქირურგის რჩეული კი ქეთი ძიგუაა. ლევანი და ქეთი კოლეგები არიან და ივ. ბოკერიას სახელობის კლინიკაში ერთად მუშაობენ.
სულ ცოტა ხნის წინ წყვილმა ვიდეო იუსტიციის სახლიდან გამოაქვეყნა. მათ ურთიერთობა ოფიციალურად დააკანონეს და მეგობრების მხრიდან უამრავი მილოცვაც მიიღეს. მოგვიანებით კი ქორწილი გადაიხადეს და წვეულების ამსახველი ულამაზესი კადრები გამომწერებსაც გაუზიარეს.
ამჯერად წყვილი ახალ ფოტოებს ესპანეთიან აქვეყნებს. ისინი თაფლობის თქვეს მალიორკაზე ატარებენ: „ბედნიერი თაფლობის თვე“, „საუკეთესო წყვილი“, „ძალიან კარგები ხართ“ - წერენ „ისნტაგრამზე“.