თავს სუსტად გრძნობთ და არ იცით რა ხდება თქვენს თავს? მიზეზი შეიძლება მარტივი იყოს - ანემია. ქვემოთ წაიკითხავთ მისი სიმპტომებისა და მიზეზების შესახებ.
ანემია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სხეულს აკლია სისხლის წითელი უჯრედები (ერითროციტები), რომლებიც საჭიროა ჟანგბადის გადასატანად. სისხლი ცირკულირებს მთელს სხეულში, აწვდის ჟანგბადს ყველა ქსოვილსა და ორგანოს და იღებს ნახშირორჟანგს. და თუ არ არის საკმარისი ჟანგბადი, შეიძლება ეს პროცესები დაირღვეს. ანემიას სხვადასხვა მიზეზი აქვს: ის შეიძლება ასოცირდებოდეს გენეტიკურ ან სხვა დაავადებებთან, დიეტურ პრობლემებთან ან სამედიცინო ჩარევასთან.
რატომ ვითარდება ანემია?
სხვადასხვა ფაქტორმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლის წითელი უჯრედების მოქმედებაზე, ხარისხზე ან რაოდენობაზე. ამ სისხლის უჯრედების მომწიფებისთვის საჭიროა რკინა, ვიტამინი B12 და ფოლიუმის მჟავა. რომელიმე ამ კომპონენტის დეფიციტი იწვევს ანემიას. სისხლის უჯრედები ყოველდღიურად განახლდება - მოცირკულირე უჯრედების დაახლოებით 1% იღუპება და იცვლება ახლით. თუ სხეულს აკლია რკინა, B12 ან ფოლიუმის მჟავა, ძველი გააგრძელებს დაშლას და ახლები აღარ წარმოიქმნება, ამ დროს კი ვითარდება ანემია. გარდა ამისა, არსებობს ფაქტორები, რომლებიც გავლენას არ ახდენენ ახალი უჯრედების წარმოებაზე, მაგრამ ხელს უწყობს ძველების განადგურებას. მენსტრუაცია, ბავშვის გაჩენა, ქირურგიული ჩარევები, ენდომეტრიოზი, ციროზი და სხვა დარღვევები ღვიძლში, მემკვიდრეობითი დაავადებები, თალასემია, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია და სხვ. ასევე შეიძლება გახდეს ანემიის მიზეზი.
დაღლილობა
დაღლილობა ანემიის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია, რომელსაც თითქმის არავინ აქცევს ყურადღებას. ქალები, რომლებიც უფრო ხშირად მიდრეკილნი არიან ანემიისკენ, უბრალოდ იგნორირებას უკეთებენ იმ ფაქტს, რომ ყოველდღიურად მათთვის უფრო რთული ხდება ჩვეული ქმედებების შესრულება. მიაქციეთ ყურადღება თქვენს მდგომარეობას: თუ თქვენ გრძნობთ, რომ ძალა არ გაქვთ და არ შეგიძლიათ გაუმკლავეთ იმას, რასაც აქამდე ჩვეულებრივად აკეთებდით, მაშინ ეს რკინის ნაკლებობის ნიშანი შეიძლება იყოს.
რთული მენსტრუაცია
თუ თქვენ მესნტრუაციის დროს განსაკუთრებულ დისკომფორტს გრძნობთ, კარგავთ იმაზე მეტს სისხლს, ვიდრე ეს დასაშვებია, თქვენ ანემიის რიკის ქვეშ ხართ. იმის შესამოწმებლად, გაქვთ თუ არა ჭარბი მენსტრუაცია, საკმარისია, დააკვირდეთ, რა დროის მონაკვეთში გჭირდებათ ტამპონის შეცვლა, თუ ეს დრო 2 საათზე ნაკლებია, მაშინ აუცლებლად უნდა გამოიჩინოთ ყურადღება. ექიმთან ვიზიტითა და მკურნალობით ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია.
სიფერმკრთალე სახეზე
თუ გარშემომყოფები ხშირად გეუბნებიან, რომ ფერმკრთალი ხარ, ნუ გაბრაზდებით, ისინი გულწრფელად ზრუნავენ თქვენზე და თქვენს ჯანმრთელობაზე. სიფერმკრთალე სახეზე ანემიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. ჰემოგლობინი, სისხლის წითელი უჯრედების მთავარი ელემენტი, რომელიც მონაწილეობს ჟანგბადის ტრანსპორტირებაში, არის წითელი. ამის გამო სისხლი წითელია და კანს აქვს მოვარდისფრო ელფერი. და თუ არ არის საკმარისი სისხლის წითელი უჯრედები, მაშინ კანის ფერი ნაკლებად გაჯერებული გახდება, მათთვის კი, ვინც კარგად გიცნობთ, ეს აშკარად შესამჩნევი იქნება.
ჰაერის უკმარისობა
თუ გრძნობთ, რომ არაფერი გაწუხებთ, თუმცა მუდმივად გექმნებათ სუთქვის პრობლემები, ეს ასევე ანემიის ნიშანია: თუ ჩვეული დატვირთვა მოულოდნელად ხდება ძალიან მძიმე, იწვევს ქოშინის ან მოითხოვს ღრმა ამოსუნთქვას, მაშინ ესეც ჟანგბადის ტრანსპორტირების პრობლემა შეიძლება იყოს.
გახშირებული თავის ტკივილი
თუკი მანამდე თავის ტკივილი არასდროს გაწუხებდათ, მაგრამ ახლა ჯიბეში გამაყუჩებლებით დადიხართ, სავარაუდოა, რომ ანემია გაქვთ. გაიკეთეთ ანალიზები და გაარკვიეთ, ხომ არ გაკლიათ ორგანიზმში რკინა.
შფოთვა
ჟანგბადის დეფიციტი გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზეც. ანემიის დროს, დამახასიათებელია გადამეტებული შფოთვა. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ამ სიმპტომს და მიმართ ექიმს, რათა დროულად მოახრეხოთ მასთან გამკლავება.
ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები
რკინის ნაკლებობა გავლენას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებაზე - ის ცუდად მუშაობს და ნაკლებად გამოიმუშავებს საჭირო ჰორმონებს. ვითარდება ჰიპოთირეოზი, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ქვეითდება. სხვათა შორის, მას, ნაწილობრივ, ახასიათებს იგივე სიმპტომები, რაც ანემიას: განწყობის ცვალებადობა, ძლიერი დაღლილობა, დეპრესია...
როგორ გამოვავლინოთ ანემია?
ანემიის სიმპტომების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიაკითხოთ ექიმს. ის დაგისვამთ კითხვებს თქვენი ნათესავების ავადობის შესახებ, რათა დაადასტუროს ან გამორიცხოს მემკვიდრეობითი ფაქტორი. მოგიწევთ, ჩააბაროთ სხვადასხვა ანალიზი, შედეგების მიღების შემდეგ, ექიმს შეეძლება დაადგინოს ანემიის მიზეზი, გამორიცხოს სხვა დაავადებები და დანიშნოს აუცილებელი მკურნალობა.
რა მოხდება, თუ ანემიას არ უმკურნალებთ?
ანემია გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე: ადამიანს არ აქვს ძალა ყოველდღიური საქმიანობისთვის, ის მუდმივად დეპრესიაშია, შფოთავს და მისთვის ცხოვრება მოსაბეზრებელია. მის გარდა, არსებობს სხვა პრობლემებიც: ჟანგბადის ნაკლებობის გამო, ქსოვილები და ორგანოები გამართულად აღარ მუშაობენ, მცირდება იმუნიტეტი და იზრდება სხვადასხვა დაავადებისა და ინფექციის რისკი.
ანემიის პრევენციისთვის, უმჯობესია, მიირთვათ ისეთი საკვები, რომელიც გამდიდრებულია რკინით, B12-ითა და ფოლიუმის მჟავით, მაგალითად, ძროხის ღვიძლი, კვერცხი და რძის პროდუქტები, პარკოსნები, ბოსტნეული, წითელი ხორცი, ზღვის პროდუქტები, შვრიის ფაფა და ისპანახი.