ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის წყვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი საკუთარ ყოველდღიურობასა და ოჯახურ ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებენ.
სულ ცოტა ხნის წინ ჯანეტ ქერდიყოშვილმა „ინსტაგრამსთორის“ საშუალებით გამომწერებს მიმართა: „გამოიცანით, სად მივდივართ?“ წყვილმა ევროპაში იმოგზაურა და ულამაზესი კადრები ხორვატიიდან გამოაქვეყნა.
ამჯერად კი ნოე და ჯანეტი თურქეთში მოგზაურობენ და იქ ქორწინების წლისთავს აღნიშნავენ. როგორც ჩანს, ამ მნიშვნელოვანი დღისთვის წყვილი განსაკუთრებით მოემზადა და რომანტიკული გარემოც შექმნა. „რა სილამაზეა“, „ანგელოზი ხარ“, „საოცარი კადრებია“ - წერენ „ინსტაგრამზე“.
ნოე სულაბერიძემ და ჯანეტ ქერდიყოშვილმა 2019 წელს იქორწინეს. ჯვრისწერის ცერემონია სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა, ხელის მოწერის ხალხმრავალმა პროცესს კი უამრავი ადამიანი ესწრებოდა. მათ 2020 წლის იანვარში პირველი შვილი, ანნა შეეძინათ.