შორენა ბეგაშვილი ხშირად ჩნდება ტელეეკრანებზე და განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში. მისი ფოტოები „ინსტაგრამზე“ ყოველთვის დიდ გამოხმაურებასა და უამრავ კომენტარს იმსახურებს.
შორენა ხშირად იღებს კითხვებს თავის მოვლასთან დაკავშირებით. მან კი განმარტა, რომ სახესა და სხეულზე სხვადასხვა გამაჯანსაღებელ პროცედურას იტარებს, თმას კი უბრალოდ შავად იღებავს.
ამჯერად შორენა ბეგაშვილი ფოტოებსა და ვიდეოებს ახალი იმიჯით აქვეყნებს. მან განსხვავებული ფერის, ქერა პარიკი მოირგო და გამომწერებისგან უამრავი კომპლიმენტიც მიიღო: „შავიც გიხდება, მაგრამ ეს სასწაულია“, „როგორ შეიცვალე, ძალიან გიხდება“, „დაფიქრდი, „ომბრე“ მოგიხდებოდა“ - წერენ „ინსტაგრამზე“.