ეპატაჟური და სკანდალური მოდელი კესარია აბრამიძე უკვე დიდი ხანია, რაც განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. საზოგადოება მუდმივად ინტერესდება მისი პირადი ცხოვრებით, თამამი ფოტოებითა თუ ვიდეოებით. კესარია ხშირად სტუმრობს სხვადასხვა ტელე-თუ რადიოგადაცემას.
კესარია განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა სოციალურ ქსელებში. ის ხშირად აზიარებს საკუთარ ფოტოებს და მეგობრებისა და გამომწერების მხრიდან კომპლიმენტებსაც იღებს. გამონაკლისი, ცხადია, არც მის მიერ ბოლოს გამოქვეყნებული ფოტოებია: „ქალი კი არა ცეცხლი ხარ“, „სილამაზე ხარ“, „წარმოუდგენელი სილამაზეა“, „უსაყვარლესი ხარ, კესარია, თან საოცრად კეთილი“ - წერენ „ინსტაგრამზე“.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>