ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი ტელეეკრანებზე ხშირად ჩანს და ბავშვებსა თუ მოზრდილებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ სოციალურ ქსელში ბევრ სასარგებლო რჩევას აძლევს. ქეთი საზოგადოებისთვის ცნობილი პოპულარული შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეშვეობით გახდა და პროექტის მესამე სეზონში გამარჯვებაც მოიპოვა.
ქეთი „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებით აქტიურია და პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს. ამჯერად ის კადრებს საშემოდგომო ფოტოსესიიდან აზიარებს და, როგორც ყოველთვის, გულშემატკივრების მხრიდან უამრავ კომპლიმეტს იღებს: „რა გამორჩეული ფოტოებია, დახვეწილი...“ „საოცარი კადრებია“, „ულამაზესი გოგო ხარ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.