მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე სულ ცოტა ხნის წინ მეორედ გახდნენ მშობლები. მათ გოგონა შეეძინათ, რომელსაც კატო დაარქვეს. მის დაბადებას რუსკასა და სანდროს მეგობრები სამშობიაროს ეზოში სიმღერით შეხვდნენ. რუსკამ სოციალურ ქსელში ახლობლებისა თუ უცნობი ადამიანებისგან უამრავი მილოცვა მიიღო: „შენნაირი სიხალისე რომ კიდევ ერთ ადამიანში გააგრძელე, ამიტომ ხარ მაგარი გოგო“, „გილოცავთ პატარა კატოს დაბადებას“, „ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენ და თქვენს პატარას“ - წერდნენ გამომწერები.
რუსკა მაყაშვილი მშობიარობიდან ძალიან მალე დაუბრუნდა საქმიანობას და ცხოვრებას კვლავ აქტიურ და დატვირთულ რეჟიმში აგრძელებს. ამის პარალელურად, ახერხებს, დრო შვილებთანაც გაატაროს და მათ ფოტოებს პირად გვერდზე ხშირად აქვეყნებს: „მე არ ვარ ჩვეულებრივი დედა, მე მაგარი დედა ვარ“ - წერს ის კატოსა და ილიას ფოტოზე.
რუსკამ „ინსტაგრამზე“ უმცროსი შვილის, კატოს ფოტო წარერით „ჩემი ცხოვრების სიყვარული“ გამოაქვეყნა და მეგობრების მხრიდან უამრავი კომენტარი მიიღო: „დაუჯერებელია ეს ბავშვი“, „რა საყვარელია“, „კატო, სიყვარული ხარ“, „ნამდვილი საოცრებაა“ - წერენ კომენტარებში.