მკერდის გადიდება - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლასტიკური ოპერაციაა. მიუხედავად ამისა, მას მრავალი მითი და სტერეოტიპი უკავშირდება, რომლებიც ქალებს ძალიან აშინებთ. ამის მთავარი მიზეზი - ობიექტური ინფორმაციის ნაკლებობაა, მამოპლასტიკის ნიუანსებსა და თავისებურებებთან დაკავშირებით. თუ მკერდის ოპერაცია გაქვთ გადაწყვეტილი, ან უკვე ემზადებით და გინდათ იცოდეთ ყველაფერი, აწონ-დაწონოთ „დადებითი“ და „უარყოფითი“ მხარეები, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა!
ჩვენ შევარჩიეთ 8 ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი მამოპლასტიკის შესახებ. ზოგიერთი ფაქტი გაგაოცებთ, ზოგი ეჭვებს გაგიფანტავთ, ზოგი სასწრაფოდ გადაგაწყვეტინებთ ოპერაციის დაგეგმვას, ზოგი კი უბრალოდ აგიმაღლებთ ცნობიერებას ამ კუთხით.
ფაქტი 1. არსებობს ციფრული ტექნოლოგია, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ ოპერაციამდე დაინახოთ შედეგი
ამ ტექნოლოგიის დამსახურებით,თქვენ პლასტიკურ ქირურგთან ერთად შეარჩევთ სასურველი ფორმისა და ზომის იმპლანტს, რომელიც მაქსიმალურ ჰარმონიაში მოვა თქვენს სხეულთან. მკერდის გადიდება ქალის სურვილია, მაგრამ იმპლანტების არჩევანი უფრო სპეციალისტის გადაწყვეტილებაა. პლასტიკური ქირურგი აუცილებლად ითვალისწინებს ქალის სურვილებს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებულია პაციენტის საწყის ანატომიურ მონაცემებზე.
ფაქტი 2. ზოგჯერ სასურველი შედეგის მისაღწევად მხოლოდ იმპლანტის ჩასმა საკმარისი არ არის
ქალების უმეტესობა მკერდის პირვანდელ ზომასა და ფორმას წონის ცვალებადობის, ძუძუთი კვებისა და სხვა ასაკობრივი ცვლილებების შემდეგკარგავს. ამ შემთხვევაში, მიზანშეწონილია კომბინირებულად ჩატარდეს ორი ოპერაცია: მკერდის აწევა და ზომაში გაზრდა. მკერდის აწევისას ხდება ზედმეტი ქსოვილის მოშორება, რაც ფორმის კორექციის შესაძლებლობას იძლევა. მკერდის ზომაში გასაზრდელად კი იმპლანტის ჩადგმაა საჭირო.
ფაქტი 3. იმპლანტის ჩადგმის შემდგომ ძუძუთი კვება შესაძლებელია
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითი, არის ის, რომ იმპლანტის ჩადგმის შემდეგ, ლაქტაცია ვეღარ განხორციელდება. თუ შვილის გაჩენას ისევ აპირებთ, აუცილებელია, წინასწარ შეათანხმოთ ექიმთან ეს საკითხი. ექიმი განაკვეთს მკერდის ან იღლიის ქვეშ გააკეთებს და არა არეოლის გასწვრივ, რათა არ დაზიანდეს სადინრები და საჭიროების შემთხვევაში, ლაქტაციის პროცესმა უპრობლემოდ ჩაიაროს.
ფაქტი 4. ოპერაციის წარმატება დამოკიდებულია კვალიფიციურ ექიმზე
ვიდრე ექიმს შეარჩევთ და მკერდის ოპერაციას დაგეგმავთ, აუცილებლადგაეცანითექიმის რეზიუმეს, რადგან ის, თუ რამდენად წარმატებით ჩაივლის ოპერაცია, დამოკიდებულია ექიმის კვალიფიკაციაზე. ექიმს უნდა ჰქონდეს უმაღლესი სამედიცინო განათლება, სტაჟი და გამოცდილება პლასტიკურ ქირურგიაში. უნდა გადიოდეს მუდმივ სტაჟირებას, გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას საზღვრებს გარეთ. მოითხოვეთ პაციენტის „პროცედურამდე“ და „პროცედურის შემდგომი“ ფოტოები, დააკვირდით, რამდენად ხარისხიანადაა ჩატარებული სამუშაო, პროპორციულია თუ არა ორივე ჯირკვალი, შესამჩნევია თუ არა იმპლანტის დაბოლოებები და შეესაბამება თუ არა მკერდის ზომა სხეულის პარამეტრებს. ასევე, გაეცანით პაციენტების შეფასებებს.
ფაქტი 5. ფორმისა და ზომის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ არამხოლოდ საკუთარი სურვილი, არამედ თქვენი სხეულის პარამეტრები
იმისათვის, რომ მკერდი ლამაზადგამოიყურებოდეს, იმპლანტის არჩევისას აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი სხეულის თავისებურებებიდა მახასიათებლები:
პროფესიონალი პლასტიკური ქირურგი არასოდეს გაუზრდის მკერდის ზომას 5-მდე -გამხდარ, დაბალ გოგონას, რადგან იცის, რომ ეს გამოიწვევს გარკვეულ გართულებებს და არ იქნება ესთეტიური.
კლინიკა „მედი“ — არის ადგილი, სადაც თქვენ დაგხვდებათ 20 წელზე მეტი სტაჟისა და გამოცდილების (როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ) ექიმი ბნ. ვახტანგ პეტრიაშვილი, რომელსაც ყველა პაციენტთან ინდივიდუალური მიდგომა და ხედვააქვს. ის არის ნამდვილი ესთეტი, მას შუძლია ბუნებრივად და ლამაზად შეცვალოსთქვენი გარეგნობა. კლინიკა „მედი“-ში დაგხვდებათ მყუდრო, პაციენტის კომფორტზე მორგებული გარემო, ინდივიდუალური ფასდაკლება და შემოთავაზება.
ფაქტი 6. მნიშვნელოვანია იმპლანტების ხარისხი და სახეობა
ძალიან მნიშვნელოვანია იმპლანტების ხარისხი. ის აუცილებლად უვნებელი უნდა იყოს ჯანმრთელობისთვის. კლინიკა „მედი“-ში სხვადასხვა წამყვანი ქვეყნების მიერ წარმოებული, მხოლოდ საუკეთესო ხარისხის, უსაფრთხო, ბიოთავსებადი იმპლანტები გამოიყენება.
ბ. ვახტანგ პეტრიაშვილი, პლასტიკური ქირურგი, კლინიკა მედის პლასტიკური ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი
ფაქტი 7. ოპერაციის შემდგომ აუცილებელია გარკვეული შეზღუდვებისა და ექიმის რეკომენდაციების დაცვა
რათქმაუნდა, არ მოგიწევთ ცხოვრების წესის რადიკალურიცვლილება და ფრენისგან თავის შეკავება იმ მიზეზით, რომ იმპლანტები სკდება წნევის ცვალებადობის გამო, ვინაიდან,ეს ნამდვილად მითია, რომელიც 90-იანი წლებიდან მოდის, როდესაც მკერდის გადიდება ფიზიოლოგიური ხსნარით ხდებოდა. თანამედროვე იმპლანტები უაღრესად საიმედო და უსაფრთხოა ქალის ჯანმრთელობისთვის. მიუხედავად ამისა, ოპერაციის შემდეგ, გარკვეული რეკომენდაციების დაცვა მნიშვნელოვანია.მაგალითად, იკრძალება ვარჯიში 15-30 დღის განმავლობაში; მუცელზე ძილი, რათა არ განვითარდეს შეშუპება და სითხის დაგროვება მკერდში.
შეჯამება
თანამედროვე მედიცინაში მხოლოდ პერსონალური მიდგომა გამოიყენება! მამოპლასტიკა, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ოპერაცია, საჭიროებს გააზრებულ მიდგომას და პასუხისმგებლობას. მანამ, სანამ ოპერაციის გაკეთებას გადაწყვეტთ, კარგად გააცნობიერეთ ყველაფერი,გაეცანით რისკებსა და გართულებებს; გაიარეთ თითოეული დეტალი და ნიუანსიექიმთან, რადგან - ჯანმრთელობა სილამაზეზე მნიშვნელოვანია!
R