მოსკოვში მცხოვრები ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში, სადაც საკუთარ ყოველდღიურობას, პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად აზიარებს.
ამჯერად ქეთა თოფურია შვილების ფოტოებს აქვეყნებს. ოლივია და ადამი სოციალური ქსელის მომხმარებლებისგან უამრავ კომპლიმენტს იმსახურებენ: „ძალიან საყვარლები“, „უყვარს დაიკო“, „ტკბილები, ოლივია რა ლამაზია, როგორ ჰგავს დედას“, „უფროსი დაიკო“ - წერენ ინსტაგრამზე.
ქეთა თოფურიას ლევ გეიხმანთან ქორწინებისას ქალიშვილი, ოლივია გეიხმანი შეეძნა, ხოლო ლევ დენგოვთან თანაცხოვრების დროს წყვილს ბიჭი, ადამი ეყოლა.