რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი, აჩი ფურცელაძე სამშობლოში ხშირად ჩამოდის. ის არაერთი სატელევიზიო გადაცემის სასურველი სტუმარია და ამჯერად პირადი ცხოვრების შესახებ სწორედ ია ფარულავას „ფარულ კონვერტში“ ისაუბრა.
როგორც აღმოჩნდა, მომღერალი დედის გვარს ატარებს, ბიოლოგიურმა მამამ კი სამი თვის ასაკში მიატოვა: „გვარი, რომელიც ახლა მაქვს, დედაჩემისაა. მე გამზარდა ბიძამ, დედაჩემის ძმამ. სამი თვის ვიყავი, როცა მამა სახლიდან წავიდა და მას შემდეგ აღარ მინახავს. ახალ 42 წლის ვარ. მოხდა სამწუხარო ფაქტი და ძალიან ტრაგიკულად დაიღუპა. ერთხელ მყავს ქუჩაში ნანახი, ისიც დედაჩემმა მითხრა, აი, მამაშენიო, აქ დამთავრდა ამბავი“ - იხსენებს აჩი ფურცელაძე.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>