კეტი კურიკი უკვე 40 წელია, რაც ჟურნალისტია და მას ინტერვიუ არაერთ ყველაზე ცნობილ და გავლენიან ცნობილ სახესთან ჰქონია. ამ გამოცდილების წყალობით, მან მემუარების კრებული Going There გამოსცა, სადაც პრინც ჰარის შესახებაც საუბრობს. კურიკი პრინცთან ერთად 2012 წელს ბრაზილიაში იმყოფებოდა, სადაც მატჩს დაესწრო და ინტერვიუც ჩაწერა.
Daily Mail-ის თანახმად, ჟურნალისტი იხსენებს, რომ იმ დროს ჰარის ცხოვრებაში „ველური პერიოდი“ იდგა, როცა პრინცი თავს გართობის უფლებას აძლევდა. შეხვედრიდან ორ თვეში ჰარიმ მოაწყო შიშველი ფოტოსესია და ამით კიდევ უფრო გაამყარა წარმოდგენა მისი თავზეხელაღებულობის შესახებ. როგორ კურიკი იხსენებს, მას ჰქონდა შეგრძნება, რომ ჰარის ალკოჰოლის სუნი სხეულის ყველა უჯრედში ჰქონდა გამჯდარი.
კეტი კურიკი ინტერვიუს შემდეგ ჰარის ახასიათებდა, როგორც წვეულებების მოყვარულსა და ბინძური იუმორის მქონეს, თუმცა აღნიშნავდა იმასაც, რომ ის საოცრად თბილი გახდა, როცა საუბარი დაიწყო ბებიაზე. როგორც მაშინ ჰარიმ აღნიშნა, მას სურდა ოჯახის შექმნა: „მე ძალიან პატარა ასაკიდან ვოცნებობდი საკუთარ ოჯახზე“ - თქვა პრინცმა მეგან მარკლთან შეხვედრამდე ოთხი წლით ადრე.
კეტი კურიკის მემუარების კრებული Going There ოფიციალურად 26 ოქტომბერს გამოქვეყნდება.