„The Talk შოუს“ მეოთხე ეპიზოდში წამყვანებმა და სტუმრებმა სილამაზის სტანდარტებისა და საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრეს. ბავშვობის წლები გაიხსენა გადაცემის ერთ-ერთმა სტუმარმა ქრისტინე იმედაძემ:
„ჩემს ბავშვობაშიც იყო რაღაც სილამაზის სტანდარტი და მე არასდროს მქონია ამბიცია, რომ ლამაზი უნდა ვყოფილიყავი, თუმცა სხვა ადამიანებს ხომ აქვთ ხოლმე სურვილი, გვითხრან, რას ფიქრობენ ჩვენზე. თუ ცისფერი თვალები, ქერა თმა და ბროლივით კანი გქონდა, უკვე ლამაზი იყავი. მე არ ვჯდებოდი ამ სტანდარტებში, მქონდა დიდი პირი და სიცილის დროს ყველა კბილი მიჩანდა, მაჯავრებდნენ, დამცინოდნენ, ამბობდნენ, მაიმუნი მოვიდაო... ვიდეო დადებული არ მაქვს, წერენ, ვირი... ცხენი... როცა გარდატეხის ასაკში ცხვირი შეშუპებული მქონდა, ადარებდნენ ხან ნაჯახს, ხან სხვა ნივთებს... ახლა უკვე იმუნიტეტი მაქვს, შევეჩვიე“ - ამბობს ქრისტინე იმედაძე.