ახალი მთვარის თვის დაწყებას ველოდებით 6 ოქტომბერს, 15:05-ზე, სასწორის მეთოთხმეტე გრადუსში. ეს არის ახალმთვარეობა - მზისა და მთვარის შეერთება ერთ ნიშანში. სასწორი იმართება პლანეტა ვენერათი. ეს არის ნაყოფიერების, ქორწინებისა და სიყვარულის ქალღმერთი. თავად სასწორი არის ქორწინების, სასიყვარულო და პარტნიორული (კოლეგები, კლიენტები) კავშირის, სიყვარულის სიმბოლო. ამიტომ ამ თვეში ამ თემებს მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება. იმოქმედეთ დიპლომატიურად, ეცადეთ დაიცვათ ბალანსი, ჰარმონია ურთიერთობაში. დაიცავით ოქროს შუალედი თქვენსა და სხვა ადამიანის ინტერესებს შორის. განივითარეთ ტაქტისა და ზომიერების შეგრძნება. ეცადეთ, გათავისუფლდეთ ორჭოფობისგან, იმოქმედეთ გაბედულად, თამამად მიიღეთ გადაწყვეტილებები და რაც მთავარია, ნუ იქნებით სხვათა აზრზე, სხვის მოსაზრებებსა და შეფასებაზე დამოკიდებული.
სასწორი არის მშვიდობისმყოფელი, მოსამართლე (გაიხსენეთ სასწორის სიმბოლო - თვალახვეული თემიდა (სამართლიანობის ქალღმერთი), რომელსაც ერთ ხელში სასწორი უჭირავს და მეორეში - ხმალი). ნუ ეცდებით თქვენი უსიამოვნებების, პრობლემების სხვებისთვის გადაბრალებას, აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, ქმედებაზე. ისწავლეთ სხვისი მოსმენა და ომს მშვიდობა ამჯობინეთ. ახლა სასწორის მმართველი პლანეტა მორიელშია, ცუდ პოზიციაშია და აღსავსეა ეჭვიანობით, შურისძიებით, სამაგიეროს გადახდის სურვილით. ვენერას მორიელში სიყვარული კი არა, ფლობა სურს. ამიტომ, მოერიდეთ ვინმეს დაჩაგვრას, დასჯას, განადგურებას, სიყვარულის სახელით თქვენს სურვილებზე უხეშად დამორჩილებას.
ახალმთვარეობამდე გვაქვს რთული დღე, მთვარის ოცდამეცხრე დღე, რომელიც დაიწყება 5 ოქტომბერს, 5:43-ზე. არ დაგეგმოთ ამ დღეს მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები, ოპერაციები. იყავით ჰარმონიული, მშვიდი. უმჯობესია, განერიდოთ ნეგატივს. კარგი იქნება, თუ ამ დღეს გაწმენდთ ზონას თქვენ გარშემო, დაალაგებთ ბინას, ოფისს. ნეგატივისგან გასაწმენდად გამოიყენეთ ოთხივე სტიქია: ჰაერი - გაანიავეთ შენობა, აანთეთ საკმეველი, ცეცხლი - ანთებული სანთლით შემოიარეთ ოთახები, წყლით - სველი ჩვრით და მიწით - ეს შეიძლება იყოს ნატურალური ქვების გამოყენება ან მარილის. 6 ოქტომბერს მცირე ხნით გვექნება მთვარის ოცდამეათე დღე (დაიწყება 6-ში, 7:12-ზე და გაგრძელდება 15:05-მდე. ხოლო მთვარის მეორე დღე დაიწყება 7 ოქტომბერს, 8:44-ზე), ეს დღე ყოველთვის არ დგება და სასურველია, მისი ენერგიაც გამოიყენოთ. მთვარის ოცდამეათე დღის სიმბოლო ოქროს გედია. ეს არის მადლიერების, მიტევებისა და პატიების დღე. შინაგანად უნდა განიწმინდოთ ყველა ნეგატიური ემოციისა და აზრისგან. მიუტევეთ საკუთარ თავს, აპატიეოთ სხვებს და ახალმთვარეობას გაწმენდილი შეხვდით.
მიუხედავად ახალმთვარეობისა, ახალი საქმეების დაწყებას ნუ იჩქარებთ. ახლა პლანეტების უმრავლესობა რეტროგრადულია. უმჯობესია, კარგ პერიოდს დაელოდოთ, ასეთი კი ნოემბრის ახალმთვარეობის შემდეგ გვექნება. ეცადეთ, ყველაფერი მოასწროთ მზისა და მთვარის დაბნელებებამდე, რომლებიც 19 ნოემბერსა და 4 დეკემბერს გველის. ეს დრო კი გამოიყენეთ მიტოვებული, ძველი საქმეების დასასრულებლად, დაზიანებული ნივთების შესაკეთებლად, გაბუტულ ახლობლებთან შესარიგებლად.
რეტროგრადული მერკური სასწორის ნიშანში სამჯერ გაივლის მანძილს მე-11 გრადუსიდან 26-ე გრადუსის ჩათვლით. ჩაიხედეთ თქვენს პირად რუკაში და თუ სასწორის, მშვილდოსნის, მერწყულის, ლომისა და ტყუპის ნიშნებში 11-26 გრადუსში პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები გყავთ, სასიამოვნო ამბებს, შეხვედრებსა და მიმოსვლებს დაელოდეთ. ეცადეთ, დიპლომატიურად მოაგვაროთ რთული საკითხებიც კი.
ახალმთვარეობის დღეს მზესა და მთვარესთან ერთად აქტიურია მარსის ენერგიაც. მარსი არის ომის სიმბოლო. იგი ახლა სასწორის ნიშანშია, სადაც თავს არაკომფორტულად გრძნობს. მას ბრძოლა სურს, მუშტების ქნევა. ეცადეთ, სამართლიანობისთვის ბრძოლა იყოს დიპლომატიური და მშვიდობიანი. აგრესია კარგს არაფერს მოგიტანთ. ამ სამეულთან მეზობლადაა განლაგებული რეტროგრადული მერკურიც. გამორიცხული არაა, წარსული სიტუაციის გამო მოგინდეთ ვინმესთვის სამაგიეროს გადახდა ან მისი დასჯა. იყავით გონივრული. იფიქრეთ, რა შედეგს მოგიტანთ მომავალში თქვენი დღევანდელი ნაბიჯი. გამორიცხული არაა, ამოტივტივდეს ცნობილ ადამიანებთან დაკავშირებული წარსული არცთუ სასიამოვნო ქმედებები და მათ განსასჯელად ახლა მოიცალონ. ყველას მოგიწოდებთ, ისწავლოთ გარშემო მყოფებთან თანამშრომლობა და უსიამოვნებების მუშტების გარეშე მოგვარება. განსაკუთრებით საფრთხილოა 5-9 ოქტომბრის პერიოდი.
ვისზე იმოქმედებს ახალმთვარეობა ყველაზე მეტად?
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>