ლელა მებურიშვილი ბევრისთვის საყვარელი მსახიობი და ტელეწამყვანია. ლელას სხვადასხვა დროს მონაწილეობა არაერთ ტელესერიალსა და სპექტაკლში აქვს მიღებული. მსახიობმა 2013 წელს ბაჩო საგანელიძეზე იქორწინა და მათ დღეს ორი შვილი, ლილიკო და ალექსანდრე ჰყავთ.
ამჯერად ლელა მებურიშვილი სწორედ ოჯახთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და მეუღლეს ემოციურ წერილს უძღვნის: „არასდროს დამიწერია პირადი პოსტი ასე საჯაროდ, მაგრამ რადგან ამჯერად, პირველად შორს ხარ, გამონაკლისს გავაკეთებ. მადლობა შენ ყოველი დღისთვის, იმისთვის, როგორ ცდილობ, რომ ლამაზი და ბედნიერი იყოს ჩვენი ოჯახის ყველა დღე. იმისთვის რომ ხარ ასეთი მამა, ქმარი და მეგობარი. მიყვარს ის, რაც ერთად შევქმენით ამ რვა წლის განმავლობაში. კიდევ დიდხანს უნდა გავერთოთ ერთად და ვისიამოვნოთ ყოველი დღით! მალე ჩაგეხუტებით” - წერს ლელა მებურიშვილი.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>