კომპოზიტორმა ნატო გელაშვილმა სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაცია გააზიარა და დაწერა, რომ მისმა ვაჟმა გიორგი ჭოხონელიძემ ანეტა ნიკურაძეს ხელი სთხოვა. კომპოზიტორმა ვიდეოს ემოციური წერილი დაურთო: „მახსოვს, ერთ-ერთ ინტერვიუში მკითხეს, ვისთან ერთად შეხვდებოდით მზის ამოსვლასო. მაშინ ვუპასუხე, ჩემს შვილებთან და ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც ჩვენნაირად სუნთქავს-მეთქი. ჰოდა, უბედნიერესი და ულამაზესი დილა მშვიდობისაოო... ამ დილით მზის ამოსვლას ჩემს შვილებთან ერთად ნამატით შევხვდი.... ჩემს გოგოსთან და ჩემს ორ ბიჭთან ერთად... გილოცავთ, ჩემო უსაყვარლესებოოო, ჩემო ნაწილნო, ჩემო დილის გათენებავ გოგო-ბიჭებო.... გიო&ანეტა, ბედნიერება იყოს თქვენი ცხოვრების სავალი გზის ზურგის ქარი. მიყვარხართ” - წერდა ნატო გელაშვილი.
ამჯერად სოციალურ ქსელში ფოტოები გიორგი ჭოხონელიძისა და ანეტა ნიკურაძის ქორწილიდან ვრცელდება. წყვილმა მნიშვნელოვანი დღე მეგობრებისა და ოჯახის წევრების თანხლებით ღია სივრცეში აღნიშნა. მათმა ფოტოებმა კი სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>