ალბათ, ბევრ თქვენგანს სმენია, რომ კომპიუტერული სისტემები სპეციალურად შექმნილი კოდების საშუალებით იმართება, მაგრამ იცით თუ არა, რომ ადამიანის ცხოვრებაც სწორედ ამ პრინციპითაა მოწყობილი? ბოლო დროს ახალგაზრდა გოგონები სულ უფრო და უფრო აქტიურად საუბრობენ სიყვარულის, ბედნიერების, წარმატების, ბარაქისა და სხვა კეთილდღეობის „კოდებზე“. ამ თემამ „ინსტაგრამსა“ და „ტიკ-ტოკზე“ ნამდვილი ბუმი მოახდინა. ყველაფერი კი ძალიან მარტივია, თქვენ უბრალოდ მაჯაზე უნდა დაიწეროთ იმის შესაფერისი კოდი, რისი მიღებაც გსურთ ცხოვრებისგან.
მარცხენა ხელის მაჯაზე საწერი კალმით დაიტანეთ ციფრების კომბინაცია, რომელიც აუცილებლად მოგიტანთ იმას, რაც ასე ძალიან გაკლიათ. წერისას წარმოიდგინეთ მოვლენა ყველა დეტალით, თითქოს ეს უკვე მოხდა.
ფინანსები:
5207418 - დიდი თანხების მოზიდვა ცხოვრებაში;
47915425 - წარმატება კარიერაში.
ჯანმრთელობა:
6432790 - წონის დაკლება;
4812412 - უნაკლო ფიგურა;
5281093 - წონის მომატება;
167230 - იდეალური კანი;
5594282 - კანის გამონაყარის მოშორება;
5953277 - კარგი ჯანმრთელობა;
83585179 - შინაგანი ბრწყინვალება;
40823777 - თმის დაჩქარებული ზრდა;
59632777 - კარგი ჯანმრთელობა.
სიყვარული:
1318206 - საპირისპირო სქესის ყურადღების მოზიდვა;
8884121289018 - დიდი სიყვარული;
54329863 - იზიდავთ ადამიანს, რომელიც მოგწონთ;
4390654 - პაემანი თქვენთვის სასურველ ადამიანთან;
8240692 - კოდი, რომელიც დაგეხმარებათ შეგიყვარდეთ ადამიანი;
1847490 - ყოფილი შეყვარებულის მოშორება.
ოჯახი და მეგობრები:
3789262 - კარგი ურთიერთობა მშობლებთან;
7228040 - ნამდვილი მეგობრები;
32946 - მეგობრობა იმ ადამიანთან, რომელიც მოგწონს.
განათლება:
8463926 - გამოცდის წარმატებით ჩაბარება;
21258212 - კარგი შეფასება;
321852314 - პასუხისმგებლობის არიდება.
იღბალი:
60916341 - ბედნიერი ცხოვრება;
36184 - თავდაჯერებულობა;
9246603 - პოპულარობა;
10465349 - სურვილების შესრულება;
61206628 - კარგი სიზმრები.
მატერიალური სარგებელი:
59276 - ახალი ტელეფონი;
3440088 - სიურპრიზი;
50285204 - გარდერობის განახლება.