შორენა ბეგაშვილისა და "კანონიერი ქურდის", ლაშა ბარათელის ურთიერთობის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი გასულ წელს გახდა. შორენამ კარანტინის პერიოდი სწორედ საყვარელ მამაკაცთან ერთად ესპანეთში გაატარა და ერთად გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა.
როგორც შორენა ბეგაშვილი არაერთ ინტერვიუში ამბობდა, ის და მისი რჩეული ერთმანეთისგან შორს ცხოვრობენ, თუმცა ეს მათ ურთიერთობას ხელს არ უშლის. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, წყვილი, საბოლოოდ, მაინც დაშორდა და ამის შესახებ „ინსტაგრამზე“ თავად შორენამ დაწერა. მან ერთ-ერთი გამომწერის კითხვას უპასუხა და თქვა, რომ ის ამ ეტაპზე მარტოა.