ყველა ბედნიერი წყვილის მიღმა დგას პრობლემები და გაუგებრობები, თუმცა ისინი ზუსტად იმიტომ არიან ბედნიერები, რომ ამ ყველაფრის გადალახვა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა შეუძლიათ. გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენი ინსტინქტები, „ვაპატიოთ“ პარტნიორს არასწორი ქმედებები, სწორია, რადგან წარსულზე მიჯაჭვულობა კარგს არაფერს მოიტანს, მაგრამ ყველაფრის პატიება შესაძლებელია? არსებობს მომენტი, როცა უნდა თქვა - „საკმარისია!“ ქვემოთ აღწერილი 12 ტოქსიკური, ემოციურად შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ქცევებიდან თითოეული ძირს უთხრის თქვენს ნდობას და ამგვარი საქციელი პატიებას არასდროს იმსახურებს:
1. ის მუდმივად იტყუება, თუ სად არის
თუ ის ვერ ახერხებს, იყოს გულწრფელი, მაშინ ნიბისმიერ ინტიმურ ურთიერთობაზე საუბარი ფუჭია. როგორ შეიძლება ანდოთ მას საკუთარი მომავალი, თუკი გულწრფელობა პრობლემაა ყველაზე მარტივ რაღაცებშიც კი?!
2. ის დაგცინით და არაფრად აგდებს თქვენს გრძნობებს
მამაკაცი შეიძლება იყოს "მხიარული" პირადი თავდასხმების ან თქვენზე ხუმრობის გარეშეც. ნამდვილ კაცს შეუძლია უკეთესობისკენ შეცვალოს თქვენი ხასიათი, განწყობა და არა დაცინვითა და აბუჩად აგდებით შეარყიოს თქვენი თავდაჯერებულობა.
3. ის არ სცემს პატივს თქვენს ოჯახს
ყოველთვის გაერიდეთ ისეთ ადამიანს, რომელიც პატივს არ სცემს თქვენს ოჯახს, დედას, მამას, და-ძმას. არ არის აუცილებელი, უყვარდეს ისინი; საკმარისია პატივს სცემდეს და აფასებდეს მათ, როგორც თქვენთვის ძვირფას ადამიანებს.
4. ის გამუდმებით შეგახსენებთ, თუ რამდენად კარგად მოგექცათ
ნამდვილი კაცები არ ტრაბახობენ თავიანთი “კეთილი საქმეების“ სიით. თქვენ უბრალოდ იცით მათ შესახებ და მან იცის, რომ იცით. მან არ უნდა სცადოს, შეგახსენოთ გაკეთებული საქმე ყოველ წამს და ამით თავი დავალებულად გაგრძნობინოთ.
5. ის გამუდმებით აგვიანებს ან საერთოდ არ მოდის პაემანზე
მას შეუძლია, უარი თქვას და გააუქმოს თქვენი გეგმები, რადგან რამე უფრო საინტერესო გამოუჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის მხოლოდ უგულებელყოფა და არა ძალადობა, ეს უკვე წითელი ბარათია ურთიერთობაში. ის არ აფასებს თქვენს დროსა და დაპირებებს. თქვენი ურთიერთობა მხოლოდ მუდმივ იმედგაცრუებას გამოიწვევს.
6. ის კამათისას გამცირებთ და არ გისმენთ
თუ მას არ აინტერესებს თქვენი აზრი და არც კი გისმენთ, ეს ნიშნავს, რომ თავს უფრო ჭკვიან და გამოცდილ ადამიანად მიიჩნევს, თქვენ კი მასთან შედარებით არაფერს წარმოადგენთ. ეს უთანხმოების მოგვარების ყველაზე ცუდი გზაა და კონფლიქტი ასე არასდროს იჭრება.
7. ის გარწმუნებთ, რომ არ ხართ საკმარისად ჭკვიანი
როგორც წესი, მოძალადეები პარტნიორებს ადანაშაულებენ ყველაზე პატარა დეტალებშიც კი; არწმუნებენ მათ, რომ ყველაფერი, რაც გაიგეს, მოისმინეს, ნახეს ან იგრძნეს, ტყუილია. ეს უბრალოდ ტოქსიკური ურთიერთობაა.
8. ის ბრაზდება, როცა განსხვავებული აზრი გაქვთ
თუ მას არ შეუძლია მიიღოს თქვენი განსხვავებული აზრი, მაშინ ეს მის სისუსტესა და აბსოლუტურ მერყეობაზე მიუთითებს. მისი მიზანია, გადაგიყვანოთ საკუთარ აზრზე და კონფლიქტი ასე მოაგვაროს...
9. ის არასდროს აღიარებს თქვენს მიღწევებს
თუ ის „ხუმრობს“ ან თავისი ლოგიკური არგუმენტების გამოყენებით ამცირებს თქვენი წარმატების მნიშვნელობას ცხოვრებაში, მაშინ ეს აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ის მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. პარტნიორები უნდა ამაყობდნენ ერთმანეთით და მხარს უჭერდნენ ნებისმიერ საქმეში. დაცინვა და აბუჩად აგდება არასწორი ადამიანის პირველი ნიშანია.
10. ის გადარებთ სხვა ქალებს, ზოგჯერ ყოფილებსაც კი
ერთია, თუ მას სხვა ქალები იზიდავს, მაგრამ თუ ის შეგადარებთ სხვებს ან საკუთარ ყოფილებს, ან გამოიყენებს საკუთარ მიმზიდველობას, რომ გაეჭვიანოთ, მაშინ ფრთხილად იყავით, ასეთი ურთიერთობა უნდა დასრულდეს!
11. ის არ გამოხატავს საკუთარ გრძნობებს
უარი გრძნობების გამოხატვაზე, სიყვარულის გამომჟღავნებასა თუ სექსზე, მანიპულაციის აშაკარა გამოვლინებაა. თქვენი საუკეთესო ვარიანტია, იპოვოთ ბიჭი, რომელიც მოგცემთ საჭირო ყურადღებას და სიყვარულს იმიტომ, რომ უყვარხართ და ამით პრობლემა ამოიწურება.
12. ის გიყენებთ მოთხოვნებს, შემდეგ კი „გსჯით“ შეუსრულებლობისთვის
თუ მას აქვს მთელი სია, რაც თქვენ უნდა გააკეთოთ მისთვის და ის ძალადობრივად რეაგირებს თქვენს უუნარობაზე დასახული ამოცანების შესრულებისას, მაშინ თქვენ ხვდებით დიქტატორს. ურჩიეთ, დაიპყროს თურქეთი და საკუთარი სურვილები ამ გზით დაიკმაყოფილოს, თქვენ კი უბრალოდ გაეცალეთ მას.