ვერძი
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. მეტი დრო გაატარეთ თქვენი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. მიიღებთ შედეგს ადრე შესრულებული სამუშაოსთვის. თუ საყვარელ ადამიანთან თავშეკავებული და გააზრებული იქნებით, უსიამოვნებებისგან დაიცავთ თავს.
კურო
ახალი ამოცანების წინაშე დადგებით, მაგრამ ახალ საქმეებს ნუ დაიწყებთ. გამოიჩინეთ მეტი დაკვირვებულობა. კარგი კვირაა წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. უქმეებზე სიურპრიზი გელოდებათ.
ტყუპი
ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით თქვენი საქმიანობის, იდეების გამო. არ გირჩევთ შორ მანძილზე გამგზავრებას. ამ კვირაში მოერიდეთ ფულის ფლანგვას, აზარტულ თამაშებს. დატკბება ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. მარტოხელები დაფიქრდით, ვისთან გსურთ ბედის დაკავშირება.
კირჩხიბი
მოითხოვეთ სასურველი, იყავით მეტად მიზანმიმართული. ნუ იქნებით ჩაციკლული წარსულზე, უსიამოვნებებზე, ამ კვირაში ყველაფერი ცუდისგან გათავისუფლდით. უქმეებზე უნდა იყოთ ლაღი და პოზიტიური. საყვარელ ადამიანს ნუ აეჭვიანებთ.
ლომი
ახალი იდეები კოლეგებს გააცანით, მაგრამ მათი განხორციელება მომავლისთვის გადადეთ. გააუმჯობესეთ კავშირები საქმიან პარტნიორებთან, პარასკევი კარგი დღეა სასიყვარულო და საქმიანი შეხვედრებისთვის. შეყვარებული ოჯახის წევრებს გააცანით, დაწყვილებულებმა თბილი უქმეები მოიწყვეთ.
ქალწული
წარმატებას მიაღწევთ პროფესიულ საქმიანობაში. ვალდებულებებს უკეთ რომ გაუმკლავდეთ, ყოველდღიურად ჩამოწერეთ სამოქმედო გეგმა. მარტოხელები თუ პასიური არ იქნებით, აუცილებლად შეამჩნევთ ადამიანს, ვისთანაც დაწყვილებას გადაწყვეტთ. დაწყვილებულებმა უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად საინტერესოდ გაატარეთ.
სასწორი
მოერიდეთ გარშემო მყოფებთან დაპირისპირებას. გაეცალით აგრესიულად განწყობილ ადამიანებს. გადაერთეთ ცხოვრების მთავარ პრიორიტეტებზე. საყვარელ ადამიანს თუ ვერ ენდობით, ეჭვიანობის სცენები უსიამოვნებებს მოგიტანთ. მარტოხელები პირადი ცხოვრების შეცვლას ნუ შეეცდებით.
მორიელი
ოჯახის წევრები ჰარმონიულ გარემოს შეგიქმნიან შინ. საკუთარ სურვილებსა და ინტერესებზე იქნებით ორიენტირებული და შეიძლება დაგავიწყდეთ კიდეც საყვარელი ადამიანის არსებობა. მარტოხელებს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები კომპლიმენტებით გაგანებივრებენ.
მშვილდოსანი
დააკვირდით გარშემო მომხდარ მოვლენებს, მაგრამ ნუ ჩაერთვებით მათში. გაფრთხილდით, რომ არ გახდეთ ინტრიგებისა და ჭორების მსხვერპლი. სერიოზულ კავშირებს მსუბუქი ფლირტი ამჯობინეთ. აკონტროლეთ გამონათქვამები, საყვარელ ადამიანს გული რომ არ ატკინოთ.
თხის რქა
საინტერესო და ორიგინალური იდეები დაგებადებათ და ჩაიწერეთ, რომ ისინი ახალმთვარეობის შემდეგ განახორციელოთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ამ დროისთვის ნუ მიიღეთ. ეს კვირა საქმეების, ურთიერთობების დასრულებას დაუთმეთ. უქმეებზე გაიხსენეთ მიტოვებული ჰობი.
მერწყული
გარშემო მყოფები მოგიწონებენ ახალ იდეებს, მაგრამ მათ დაწყებას ნუ იჩქარებთ, ჯერ დაწყებული პროექტები, მიგდებული საქმეები დაასრულეთ. უქმეებზე გაათავისუფლეთ ბინა უსარგებლო ნივთებისგან. საყვარელ ადამიანთან ყოფნას შეიძლება მეგობრებთან ერთად გართობა ამჯობინოთ.
თევზები
სამსახურში დაძაბულობა მოიმატებს, ყველაფერი უნდა მოასწროთ და იდეალურად დაასრულოთ. იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული. საღამოები მშვიდ გარემოში გაატარეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. მეუღლე შინ ჰარმონიულ გარემოს შეგიქმნით.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>