ყველასთვის საყვარელი მსახიობის, კახი კავსაძის შვილიშვილი ფართო საზოგადოებამ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ გაიცნო. ის უკვე 18 წელია, რაც ამერიკაში, ვაშინგტონში ცხოვრობს. სკოლის დამთავრების შემდეგ ირინკამ სინეტიკის თეატრში დაიწყო თამაში, იქ, სადაც მისი მამა, ირაკლი კავსაძე მუშაობს. ამავე თეატრში ჯერ კიდევ 19 წლისამ სწორედ მამასთან ერთად ითამაშა სპექტაკლში "სტუმარ-მასპინძელი".
ბაბუის გარდაცვალების შემდეგ ირინკა კავსაძე სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ემოციურ წერილებსა და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. ამჯერად კი ის ოთხფეხა მეგობრის დაკარგვის შესახებ წერს: „ეს დაუჯერებელი ტკივილია. მადლობა ათწლიანი სიყვარულისთვის. იმაზე მეტად მიყვარხარ, ვიდრე სიტყვებით შეიძლება გადმოვცე. იმედი მაქვს, იქ შენს დედასთან ერთად იმხიარულებ“ - წერს ირინკა.