ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე მაია ზალდასტანიშვილი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, პანდემის დასრულების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა:
„არ დამთავრდება, იქნება პერიოდული ჩაკეტვები და სიკვდილიანობის მაღალი რიცხვი. ერთადერთი ხსნა და წამალი არის ვაქცინაცია, დისტანცია და ნიღაბი. გადავხედოთ დასავლეთის ქვეყნებს, ამერიკას, სადაც, ფაქტობრივად, ზოგმა ქვეყანამ დაამთავრა Covid-19-ის პანდემია და ჩვენ გვემატება და გვემატება ინფიცირებულთა რიცხვი. როდემდე უნდა გასტანოს ამან, მე ვერ გეტყვით“ - ამბობს მაია ზალდასტანიშვილი.