მოსკოვში მცხოვრები ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში, სადაც საკუთარ ყოველდღიურობას, პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად აზიარებს. როგორც ცნობილია, ქეთა პირველად ლევ გეიხმანზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც ერთი შვილი, ოლივია ჰყავს. მასთან დაშორების შემდეგ მომღერალმა ბიზნესმენ ლევ დენგოვზე იქორწინა და წყვილს მალევე ბიჭი, ადამი შეეძინა.
ლევი და ქეთა ერთად ხშირად მოგზაურობენ და გამომწერებს ულამაზეს კადრებსაც უზიარებენ.
ამჯერად წყვილი ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, თუ როგორ ატარებენ ისინი თავისუფალ დროს. ქეთა თოფურია, როგორც ყოველთვის, ელეგანტურად გამოიყურება. მან შავი სადა კაბა მოირგო და გამომწერებისგან არაერთი კომპლიმენტიც დაიმსახურა.